სიახლე 

ფოთელმა მოსწავლეებმა უშუში წარმატებას მიაღწიეს 24 06 19

ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში უშუ კუნგფუს მე-8 მსოფლიო ჩემპიონატზე, ფოთელმა სპორტსმენებმა, საბა გოგიამ და სოფიკო აფხაზავამ წარმატებით იასპარეზეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ჩემპიონატზე 50 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების 11 სპორტსმენი. ქალაქ ფოთის მერი მოადგილესთან ერთად გამარჯვბებულ სპორტსმენებს შეხვდა. მათ გამარჯვება მიულოცა და მწვრთნელს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მერმა ჩემპიონებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. აღსანიშნავია, რომ ფოთელი სპორტსმენები ამჟამად თბილისში უშუ კუნგფუს კლუბში გადიან წვრთნებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფეხბურთში სამეგრელო ზემოსვანეთის ჩემპიონატი გაიმართა 24 06 19

ფოთში, ე.წ. მალანიას სტადიონზე, სამეგრელო ზემო – სვანეთის ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი 2007 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის მიმდინარეობდა. ერთმანეთს ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდი და მარტვილის დინამო აკადემია დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმის დასაწყისში, ფოთელებმა თამაში შეტევით დაიწყეს და შეძლეს 3 ბურთით დაწინაურება, თუმცა მარტვილის დინამომ თანდათან თამაშის სადავეები ხელში აიღო და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმი ისევ მარტვილელთა უპირატესობით დაიწყო და ისინი 5:3 დაწინაურდნენ. მატჩის ბოლოს გააქტიურებულმა ფოთელებმა მხოლოდ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლეს და საბოლოოდ მატჩი მარტვილის სასარგებლოდ ანგარიშით 5:4 დასრულდა. მარტვილის დინამო აკადემიის გუნდში 5 ფოთელი თამაშობს და მათგან ოთხმა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობაში საქართველოს თასის მეორე ეტაპი დასრულდა 24 06 19

ფოთში, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მდ. კაპარჭაზე, საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი დასრულდა. შეჯიბრი ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც გოგონათა და ვაჟთა გუნდები 1000, 1500 და 2000მ დისტანციაზე ასპარეზობდნენ. საქართველოს თასის მეორე ეტაპის გათამაშებაში, ქუთაისის, მცხეთის, აბაშისა და ფოთის სპორტული კლუბების 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საბოლოოდ ფოთელებმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს. გამარჯვებული სპორტსმენები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა პოლიტიკოსებმა არჩევნების ჩატარების წესის შეცვლა შეაფასეს 24 06 19

ფოთში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასეს, რომელიც 2020 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების წესს ეხება. კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, არჩევნებში მხოლოდ პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე მოიხსნა 5 %-იანი ბარიერი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე განცხადება დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს გახლდათ.

იხილე მეტი
სიახლე 

პრემიერა ფოთის თეატრში 24 06 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში პრემიერა გაიმართა. რეჟისორისა და მსახიობების წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა – ყველა ქართველისათვის ცნობილი და საყვარელი ნაწარმოების – ნოდარ დუმბაძის ,,საბრალდებო დასკვნა’’ ინსცენირების მორიგი გათამაშება ისე უნდა შემდგარიყო, რომ თითოეულ მსახიობს და თითოეულ ეპიზოდს ჰქონოდა თვითმყოფადი სახე, რაც გამოუვიდათ კიდეც. სპექტაკლი მაყურებელმა დადებითად მიიღო. საბრალდებო დასკვნის მოლოდინში პერსონაჟებში სათუთი გრძნობები იმალება. მერე რა, რომ დახშულ და უღმრთო სივრცეში ცხოვრობენ… სიცილის უკან ტკივილი… ტკივილის გადასაფარად სხარტი იუმორი დგას. სპექტაკლის პერსონაჟები ცნობილი სიმღერისთვის იგონებენ სიტყვებს, რათა უკეთ გადმოსცენ სულის ტკივილი და სევდა. ისინი მღერიან მხოლოდ იმისთვის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სოციალური კვლევის პრეზენტაცია გაიმართა 24 06 19

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, „ფოთის მაცხოვრებლების საჭიროებების და განწყობების კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიამ მოამზადა. გამოკითხვის შედეგები, აუდიტორიის წინაშე ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კახიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ფოთში, როგორც მთელ საქართველოში, უმთავრეს პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. ლაბორატორიის მობილურმა ჯგუფმა, თითოეულ რესპოდენტთან 45 წუთიანი გამოკითხვა ჩაატარადა. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, ეს კვლევა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სოციალური გამოკითხვა დღემდე მხოლოდ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა, ამჯერად კი კონკრეტულად ფოთში ჩატარდა. შეხვედრის დასასრულს, კვლევაში მონაწილე უნივერსიტეტის სტუდენტებს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ჟურნალისტების აქცია ფოთში 21 06 19

დღეს ფოთში, მედიის წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლის წინ აქცია გამართეს. ,,ნუ გვესვრით“, „არა ჟურნალისტებზე ძალადობას“, „დაისაჯოს მოძალადეები“ – ამ ლოზუნგებით ფოთელმა ჟურნალისტემბა, 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე დაშავებული მედიის წარმომადგენლების უფლებების შელახვა გააპროტესტეს. თბილისში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას, სოლიდარობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მომუშავე ჟურნალისტებმა გამოუცხადეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია გამართეს 21 06 19

ფოთში, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „რუსეთი გვართმევს თავისუფლებას“ და საზოგადოების წარმომადგენლებმა, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. აქცია სიმბოლურად 8 აგვისტოს დაღუპულ გმირთა მემორიალთან გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი დიდი პრემიერისთვის ემზადება 21 06 19

22-23 ივნისს, ფოთის თეატრის სცენაზე დიდი პრემიერაა. ფოთელი მაყურებელი ყველა თაობისთვის ცნობილი რომანის, ნოდარ დუმბაძის ,,საბრალდებო დასკვნის“ ინსცენირებას იხილავს. ,,რამდენი ხანია გაზაფხული დადგა, რამდენი ხანია მერცხლები მოფრინდნენ, მაგრამ ციხეს გაზაფხული არ ეკარება. მერცხლები ციხეზე ბუდეს არ იშენებენ“ -ეს არის სიტყვები , რომელიც ნოდარ დუმბაძის რომანს წითელ ხაზად მიყვება, აღნიშნეს თეატრში. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ბექა ჯუმუტია,ირაკლი კვერღელიძე, გიორგი სურმავა, ზურაბ დონდოლაძე, თამუნა აბშილავა, სანდრო გუჯაბიძე, თემურ გოგინავა, რამინ კილასონია, შოთა სასანია, გუჯა ქარაია, მარტინ ღამბარაშვილი, გენა შონია, თამუნა ჭუბაბრია და ალიკა ცეკვაშვილი სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი რამაზ იოსელიანია.

იხილე მეტი
სიახლე 

FLEX-ის გამარჯვებულთა დაჯილდოვება 20 06 19

დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018-2019 წელს ,,FLEX”-ის ხუთ გამარჯვებულ მოსწავლეს შეხვდა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ფლექსი არის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა, რომელიც საქართველოდან 80 მონაწილეს აფინანსებს. ისინი ერთ აკადემიურ წელს ამერიკაში ატარებენ. ,,FLEX” მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში. „დიოსკურიაში“ ფოთელ “FLEX”-ელთა კლუბი ჩამოყალიბდა, სადაც ამ პროგრამაში გამარჯვებული ახალგაზრდები გაწევრიანდნენ.

იხილე მეტი