16 აგვისტო 2017
ვებ გვერდი მუშაობს ტესტურ რეჟიმში.მეცხრე ტალღის ვიდეო არქივი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს youtube არხზე: www.youtube.com/nwbctvლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს: 1 USD = 2.4097 GEL / 1 EUR = 2.5579 GEL / 1 GBP = 2.9938 GEL / 100 RUB = 4.2322 GEL
old nwbc

ფოთის მე-4 სკოლის ფეხბურთელები ნახევარფინალში გავიდნენ

Loading...
19
ივნ
00:00

საქართველოს მაშტაბით მინი ფეხბურთში საქართველოს თასის გათამაშება მიმდინარეობს,რომლებშიც საჯარო სკოლების ვაჟთა გუნდები მონაწილეობენ. ფოთსა და ზუგდიდში ჩატარებულ საქალაქო და რეგიონალურ შესარჩევ ტურნირებში ფოთის მე-4 საჯარო სკოლის გუნდმა “თავდადებულმა“ წარმატებით იასპარეზა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.კვარიათში, ხელვაჩაურის სტადიონზე გუნდებს შორის შეჯიბრში მეოთხე სკოლელებმა, ლიდერის პოზიცია დაიკავეს და მეოთხედფინალში, ყველაზე მაღალი შედეგით, 7 ქულით გადავიდნენ. დღეს დილით გამართული თამაში ისევ „თავდადებულების “ გამარჯვებით დასრულდა.ფოთელებმა თბილისის 146 სკოლის გუნდი, ანგარიშით ორით ერთი დაამარცხეს.მეოთხე სკოლელების ფინალური შეხვედრების დეტალებს,ხვალ შემოგთავაზებთ.

 

 
მიმდინარე კვირას თოქ-შოუს თემა
მიმდინარე კვირას თოქ-შოუ თემას პირველ ბლოკს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსმ მიუძღვნის. ქალაქის მერი მაყურებლებს პირდაპირ ეთერთი უპასუხებს. სტუდაში ასევე მოწვეულნი არიან მალთაყვის ძეგლთა დაცვის აქტივისტები, რომლებმააც სტალინის ძეგლების აფთქებები გადაწყვიტეს.