22 აპრილი 2018
ვებ გვერდი მუშაობს ტესტურ რეჟიმში.მეცხრე ტალღის ვიდეო არქივი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს youtube არხზე: www.youtube.com/nwbctvლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს: 1 USD = 2.4320 GEL / 1 EUR = 2.9860 GEL / 1 GBP = 3.4213 GEL / 100 RUB = 4.2302 GEL
Radio Banner Didi

ფოთში არჩილ ხორავას 90 წლის იუბილე აღნიშნეს

Loading...
17
აპრ
00:00

,,ფოთის დღეები-2018''-ის ერთ-ერთ შთამბეჭდავ იქცა ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში გამართული კონცერტი, რომელიც გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის არჩილ ხორავას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. საღამოს დაწყებამდე საზოგადოება დიდი ინტერესით გაეცნო ღვაწლმოსილი ხელოვანის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტოგამოფენას. არჩილ ხორავას მდიდარ შემოქმედებით მემკვიდრეობასა და მრავალწლიან ნაყოფიერ მოღვაწეობაზე  ისაუბრა სასწავლებლის დირექტორმა ლია ეჯიბიამ, ჩინებული შესრულებით გამოვიდასასწავლებლის შერეული გუნდი ეთერ დანელიასა და მაია წირღვავას ხელმძღვანელობით , ასევე ხალხურ საკრავთა ფოლკლორული ანსამბლი "პირიმზე" გია გურგენაძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც კომპოზიტორ რუსუდან ხორავას ნაწარმოებები შეასრულეს, ასევე ქალბატონ რუსუდანის სიმღერა ააჟღერა ქალთა ტრიომ, ხოლო ნორჩმა პიანისტმა, საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსების ლაურეატმა ლიკა ცაავამ ჩვეული ხიბლით შეასრულა რუსუდან ხორავას საფორტეპიანო ნაწარმოები ,,ელეგია'', რომელიც მამის ხსოვნას ეძღვნება, შესრულდა სალოტბარო სკოლის ბავშვთა გუნდის ფოლკლორული სიმღერა, იროდი ტიკარაძის ხელმძღვანელობით. 

მიმდინარე კვირას თოქ-შოუს თემა
მიმდინარე კვირას თოქ-შოუ თემას პირველ ბლოკს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსმ მიუძღვნის. ქალაქის მერი მაყურებლებს პირდაპირ ეთერთი უპასუხებს. სტუდაში ასევე მოწვეულნი არიან მალთაყვის ძეგლთა დაცვის აქტივისტები, რომლებმააც სტალინის ძეგლების აფთქებები გადაწყვიტეს.