სიახლე 

.საუბნო კომისიების წევრთა კონკურსი ფოთში

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საუბნო კომისის წევრთა შესარჩევი კონკურსის ვადა ხვალ იწურება.

შეგახსნებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.
ფოთში სულ 32 საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-2 დღე

საინტერესო აქტივობები გრძელდება ანაკლიის მომავლის ბანაკში, სადაც 300 ამდე ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდა, მეხუთე ნაკადის მოსწავლეების დილა გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ მზიან ამინდში ზღვაზე გასვლით გაგრძელდა, სამაშველო სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ ახალგაზრდებს გაგრილების შესაძლებლობა მიეცათ.
დატვირთული აღმოჩნდა დღის მეორე ნახევარიც, მომავლის ბანაკელებს გენდერულ საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდების განვიტარებისა და განათლების ასოციაციამ განახორციელა.
საინტერესო დღის ბოლოს, ბანაკის სტუმრებს, დასვენებისა და კლუბური მუსიკის ფონზე ცეკვის საშუალება მიეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ცხენოსნობაში მალთაყვის თასი გათამაშდა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციის მხარდაჭერითა და სპორტული კლუბი \”მალთაყვას\” ორგანიზებით, საქართველოს საცხენოსნო კლუბებს შორის გაიმართა შეჯიბრება \”კონკური\” (საცხენოსნო შეჯიბრება დაბრკოლებათა გადალახვაში), რომელშიც მონაწილეობა საქართველოს რამდენიმე ქალაქიდან ჩამოსულმა 23-მა ცხენოსანმა მიიღო.
18 წლამდე ასაკის მონაწილეებს შორის თეონა ლაშხიამ გაიმარჯვა , ხოლო უფროსი ასაკის ცხენოსნებს შორის შალვა გაჩეჩილაძემ .

პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს ფულადი პრიზი 5000 ლარი გადაეცათ.
საცხენოსნო შეჯიბრება ფოთში წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა.

იხილე მეტი
Facebook