სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-2 დღე

საინტერესო აქტივობები გრძელდება ანაკლიის მომავლის ბანაკში, სადაც  300 ამდე ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და რამდენიმე ქვეყნიდან ჩამოვიდა, მეხუთე ნაკადის მოსწავლეების დილა გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ მზიან ამინდში ზღვაზე გასვლით გაგრძელდა, სამაშველო სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ ახალგაზრდებს გაგრილების შესაძლებლობა მიეცათ.

დატვირთული აღმოჩნდა დღის მეორე ნახევარიც,  მომავლის ბანაკელებს გენდერულ საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს ახალგაზრდების განვიტარებისა და განათლების ასოციაციამ განახორციელა.

საინტერესო დღის ბოლოს, ბანაკის სტუმრებს, დასვენებისა და კლუბური მუსიკის ფონზე ცეკვის საშუალება მიეცათ.

მსგავსი სტატიები

Facebook