სიახლე 

ფოთის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება 31 12 18

სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისა და სპორტული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ამ სფეროში მოღვაწე პირების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.ფოთის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მფლობელი, მოჭიდავე გივი ნადარეიშვილი გახდა, რომელმაც რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. მუნიციპალიტეტის ჯილდო ასევე გადაეცა დამსახურებულ მწვრთნელს, ზურაბ ტუღუშს.მსგავსი სახის ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 2018 წლის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოვება 31 12 18

ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში სასწავლო წლის შემაჯამებელი საზეიმო დახურვა გაიმართა, რომელიც ტრადიციულად უკვე მეხუთე წელია ტარდება. დღევანდელ შეხვედრაზე ახალი თაობის წარდგენა მოხდა და მიღწეული წარმატებებისთვის მათი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. საღამო კი საჭადრაკო სკოლის მოსწავლეებმა ბარბარე კულუამ და ანა სალიამ მუსიკალურად გააფორმეს. მიმდინარე წელს, ფოთის საჭადრაკო კლუბმა 60-მდე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მათგან 20 ღონისძიების ორგანიზატორი თვად იყო. ფოთის საჭადრაკო კლუბმა, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატების და საერთშორისო ტურნირების შედეგების მიხედვით წლის საუკეთესო მოჭადრაკეები გამოავლინა და დააჯილდოვა. წლის საუკეთესო მოჭადრაკის ნომინანტის ტიტული ოთხმა მოჭადრაკემ, ნია ჭითნავამ, გაგა გვასალიამ, კახაბერ კიზირიამ და ელენე წოწონავამ…

იხილე მეტი
სიახლე 

რა ლეგენდები არსებობს ჩიჩილაკის და ნაძვის ხის შესახებ 31 12 18

ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტია, რომელსაც სიკეთის, დოვლათისა და ბედნიერების სიმბოლოდ მიიჩნევენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორ დამკვიდრდა საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვა. ამის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ტრადიცია XVI საუკუნეში, გერმანელი ბერისა და თეოლოგის, მარტინ ლუთერის სახელს უკავშირდება. გადმოცემის თნახმად, ლუთერმა ერთ-ერთ შობას, სადღესასწაულო მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული პატარა თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, გერმანიაში, მოგვიანებით კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში იზრდებოდა. ხეს ბაფთებით, ხილითა და ორცხობილებით რთავდნენ. რაც შეეხება, საქართველოში საახალწლო ისტორიას, ხალხური გადმოცემით ჩიჩილაკი…

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო სამზადისი ფოთში 31 12 18

ახალი წლის შემობრძანებას ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ტრადიციის მიხედვით, შობა-ახალ წელს ოჯახში საუკეთესო სუფრა უნდა გაიშალოს და ყველაზე გემრიელი კერძები მომზადდეს. ამიტომ, დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, თითქმის ყველა ქართულ ოჯახში ხარჯი იმატებს. იმისათვის, რომ წლევანდელი საახალწლო ფასები დაგვედგინა და გაგვეგო როგორი განწყობით და მოლოდინებით ხვდებიან საქართველოში მომავალ წელს, ფოთის ბაზრობას ვესტუმრეთ. როგორც ყოველთვის, მყიდველები პროდუქტის სიძვირეს უჩივიან, ხოლო გამყიდველები – შემოსავლის სიმცირეს. ჩენმა ერთ-ერთმა რესპოდენტმა გვითხრა, რომ საახალწლო სუფრის გასაწყობად დაახლოებით 300 ლარი დასჭირდება. მოსახლეობის მთავრი სურვილები ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული. მოუტანს თუ არა ჩვენს ხალხას ეკონომიკურ კეთილდღეობას 2019 წელი,…

იხილე მეტი
სიახლე 

AGRO TV სოფლის მეურნეობის სიახლეები ერთ არხზე 31 12 18

დარგის მიმართ აუდიტორიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით 2019 წელს საქარველოს ყველა რეგიონში ახალი  ტელევიზია – AGRO TV დაიწყებს მაუწყებლობას. არხი სხვადასხვა სამაუწყებლო პლატფორმით, მათ შორის სიხშირულით, უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი. მაყურებელი იხილავს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ აგროთემატიკის გადაცემებს.

იხილე მეტი
სიახლე 

კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკა – ხუთენოვანი სახელმძღვანელო 31 12 18

კონსტრუქციული აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო – ჟურნალისტებისთვის, აგროკომუნიკაციისა და სოფლის მეურნეობის თემატიკის გაშუქებით დაინტერესებული ყველა პირისთვის. წიგნი ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა. თანდართული დისკით ახალგაზრდები, ასევე, ხუთენოვან პრაქტიკულ მასალებს გაეცნობიან. სახელმძღვანელო   ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის” (JRC) მიერ შვეციარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CORPS -ის პროგრამის ,,ალიანსები კავკასიაში” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომზადდა და „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ პარტნიორობით გამოიცა. JRC-ის ინიციტივით სოფლის მეურნეობის გაშუქება- ცალკე მოდულად უვე 6 უნივერსიტეტში ისწავლება. მოდულის დანერგვას დამატებით 7 სასწავლო დაწესებულება გეგმავს. ორგანიზაცია აგროჟურნალისტიკის მიმართულებით 2014 წლიდან მუშაობს.

იხილე მეტი
Facebook