სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობის ფედერაციის ყრილობა გაიმართა

გუშინ ფოთში,სასტუმრო “პარკ გრინი“-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ყრილობა ჩატარდა. დღის წესრიგის შესაბამისად განიხილეს შემდეგი საკითხები: 2017 წლის მუშაობის შედეგები. წესდებაში ცვლილებების შეტანა და 2018 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარული გეგმის დამტკიცება. კრებაზე აღინიშნა რომ 2017 წლისთვის დაგეგმილი გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები ძირითადად შესრულებულია. სწორად დაიგეგმა და შესრულდა ფინანსური ნაწილიც, რის შედეგადაც შესრულდა დასახული სავარჯიშო-სასწავლო პროცესი, შესაძლებელი გახდა შეკრებების მოწყობა და შეჯიბრებებში მონაწილეობა, შეიქმნა მატერიალურ ტექნიკური ბაზა. მოზიდულ იქნა ინვესტიციები და სპონსორული დახმარებები. შეძენილ იქნა 5 ახალი ნავი, ითარგმნა და დაიბეჭდა შესაბამისი ლიტერატურა,ხოლო ნაკრების მწვრთნელად მოწვეულია მაღლი კლასის სპეციალისტი ევროპის სამგზის ვიცეჩემპიონი, უკრაინელი ვალენტინ კლიცკოი. ყურადღება გამახვილდა პრობლმაზეც, რომელიც ეხება ფოთში და დაბა სიონში ფედერაციისთვის მიწის გადაცემის საკითხს, რის გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე ბაზების მოწყობა

მსგავსი სტატიები

Facebook