სიახლე 

ფოთის „კოლხეთი“U19 – „სამტრედიასთან“ დამარცხდა

დღეს სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე ე.წ მალანიას სტადიონზე „კოლხეთი 1913“-ის დუბლ შემადგენლობა, პირველი წრის მეექვსე ტურის მატჩში სამტრედიის „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. ფოთელების მთავარი მწვრთნელის ზურაბ თოფურიას განცხადებით ეს შეხვედრა ხვალ უნდა გამართულიყო, მაგრამ ფედერაციის გადაწვეტილებით თარიღი გადმოტანილ იქნა და ამის შესახებ დაგვიანებით შეიტყვეს, გუნდის სუსტ თამაშს ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას უკავშირებენ გულშემატკივრები და ფეხბურთელთა მშოიბლები, მათი განცხადებით სპორტსმენებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ვარჯიში, ყოველი წვიმის დროს მოედნები იტბორება, მოუწესრიგებელია გასახდელები და საშხაპეები.ფოთის კოლხეთის ძირითადი შემადგენლობა „სამტრედიას“ გუნდს ხვალ თბილისში დაუპირისპირდება.

მსგავსი სტატიები

Facebook