სიახლე 

ფოთში ოთარ ხომერიკის მემორიალი ჭადრაკში გრძელდება

ფოთში, საჭადრაკო კლუბ „ნანას“ სატურნირო დარბაზში გრძელდება სპორტის დამსახურებული მუშაკის ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი. დღეს სტარტი აიღო ღია ტურნირმა სწრაფ ჭადრაკში სადაც სხვა და სხვა ასაკის მოჭადრაკეები იღებენ მონაწილეობას. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7-დ ტურად იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა. 29 მარტი, 2018

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა დღის წესრიგის მიხედვით 5 საკითხი იქნა განხილული. დაპირისპირება საკრებულოს წევრებს შორის გამოიწვია ახლადშექმნილი სამსახურების დებულების დამტკიცებამ ოპოზიციონერები ახალი სამსახურების და სასტატო ერთეულების შექმნას არამიზანშწონილად მიიჩნევდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

“თანაზიარი“ ფოთში პროექტის განხორციელებას იწყებს

რასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარმა“ ფოთში ასოციაცია „დიოსკურიას“ ოფისში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. რომლითაც ისი აპირებენ:შშმ პირების მომვლელთა დახმარებას, პეტიციების შედგენა-დარეგისტრირებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას.

იხილე მეტი
სიახლე 

პენსიონერთა კავშირ “ბერბერას“ აქცია ფოთში

გუშინ კუნძულის უბნის სანაპიროზე ფოთის პენსიონერთა კავშირ „ბერბერას“ წევრებმა აქცია გამართეს, ლოზუნგებით:არა შეთხზული და ჩადებული საქმეებიტ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებას არა დაშინებას, საქმის კეთება სუფთა ხელებით, მოვუაროთ ქალაქს, მოვუაროთ ქვეყანას. ამ ფორმით მათ სალომე მიქაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოლეჯის ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ფოთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისში“ მეთევზეობის სფეროში სამი პროგრამის განხორციელება იწყება. დღეს ფოთის საკრებულოს დარბაზში ფოთში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის ამ პროგრამების პრეზენტაცია შესდგა. მათ მეთევზეობის დარგის პრიორიტეტებზე და პერსპექტივებზე კოლეჯის წარმომადგენლები ესაუბრნენ

იხილე მეტი
სიახლე 

გიგა ებრალიძე – 100

სასცენო ფარდა ქალაქ ფოთში პირველად 1879 წლის 29 ივლისს აიწია. ამ დღეს თეატრალური კომიტეტის დასმა 3 წარმოდგენა უჩვენა ფოთელ მაყურებელს. XIX საუკუნიდან დღემდე ფოთის თეატრში მრავალი სახელოვანი მსახიობი მოღვაწეობდა და მათ ერთ-ერთ ბრწყინვალე წამომადგენელს გიგა ებრალიძეს ამ დღეებში 100 წელი შეუსრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის აგრარულ ბაზარში. 28 მარტი, 2018

ხმაური იყო ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, ერთმანეთს კვლავ ძველი და ახალი ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ამჯერად დავის საგანი საკანალიზაციო მილი გახდა. ნათელა ქირიას განცხადებით მათ არ ეძლევათ საკანალიზაციო მილის არსებულ ჭასთნ მიერთების საშუალება, რის გამოც მიმდებარე ტერიტორია ბინძურდება, შ.პ.ს „ლუკას“ ხელმძღვანელი კი აცხადებს რომ კანალიზაციის სანიაღვრე ქსელთან მიერთება დაუშვებელია .

იხილე მეტი
სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი ფოთში

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანას“ სატურნირო დარბაზში 25 მარტს დაიწყო და 30 მარტამდე გაგრძელდება სპორტის დამსახურებული მუშაკის ოთრ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი. 25-28 მარტს ტარდება ტურნირები 2009 და 2011 წლამდე დაბადებულ მოჭადრაკეთა შორის, რომლებიც შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება. 29-მარტს კი სტარტს იღებს ღია პირველობა სწრაფ ჭადრაკში და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის მოჭადრაკეს შეეძლება ოთრ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი წელს მე-16-დ ტარდება

იხილე მეტი
სიახლე 

ტარიელ სუარის საქველმოქმედო კონცერტი ფოთში

კვირას, ფოთში სახელოვნებო ცენტრის დარბაზში ფონდი „ქველმოქმედი 2015-ის“ ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება უსინათლო და სოციალურად დაუცველ ბავშვთა დასახმარებლად ჩატარდა . ღონისძიებაში მონაწილეობას ფრანკფურტის სამუსიკო აკადემიის პროფესორი, ცნობილი ქართველი მუსიკოსი ტარიელ სუარი იღებდა. კონცერტამდე სტუმარი ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულ სამხატვრო სასწავლებელს ეწვია.ტარიელ სუარის განცხადებით ის საქველმოქმედო ფონდთან პირველად თანამშრომლობს

იხილე მეტი
სიახლე 

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ფოთში

ფოთის მერიის ინიციატივითა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის\” ორგანიზებით, ფოთის პოლიკლინიკაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. უფასო კონსულტაციები თბილისიდან მოწვეულმა წამყვანმა სპეციალისტებმა -გიორგი შიოშვილი,სერგო ფიფია, გიორგი გერლიანი და ნინო წკრიალიაშვილმა ჩაატარეს. მაღალკვალიფიციური კონსულტაცია-გამოკვლევები 200-მდე ქალბატონმა ჩაიტარა. \” ევექსის\” ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის აქციები პერიოდულად ჩატარდება

იხილე მეტი
Facebook