სიახლე 

ფოთის თეატრი ქუთაისს სტუმრობდა

21 აპრილს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრმა ქუთაისის თეატრის სცენაზე საგასტროლო სპექტაკლი ითამაშა. ჩვენება თეატრალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. დასმა მაყურებელს სპექტაკლი ,,მკვდარი ქალაქები“ წარუდგინა. სპექტაკლი დავით ხორბალაძის პიესის მიხედვით, მიხეილ ჩარკვიანის რეჟისორობით დაიდგა. და მასში ფოთის თატრის 5 მსახიობი მონაწილეობს საგასტროლო ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წყალსათხილამურო სპორტში ღია პირველობა გაიმართა

კვირას ოქროს ტბაზე წყალსათხილამური სპორტში ფოთის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. მასში მონაწილეობა ფოთელ სპორტსმენებთან ერთად ბელორუსის ნაკრების წევრებმაც მიიღეს. 10 ბელორუსი წყალმოთხილამურე და 2 მწვრთნელი ფოთს უკვე მეოთხე კვირაა სტუმრობენ და ინტენსიურ ვარჯიშებს გადიან. მათი განცხადებით აქ სპორტსმენთა მომზადებისთვის იდეალური პირობებია შექმნილი და იმედს გამოთქვამენ რომ მომავალშიც ექნებათ საშუალება ფოთში გაიარონ შეკრებები. ჩემპიონატში ფოთელმა თორნიკე სურგულაძემ ძლიერ მეტოქეებთან პაექრობაში წარმატებით იასპარეზა და სლალომში ვერცხლის, ხოლო ფიგურულ სრიალში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შესძლო.

იხილე მეტი
სიახლე 

უქმნის თუ არა საფრთხეს აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებს

მიმდინარე და გასულ წელს აზიური ფაროსანა სასათბურე მეურნეობებში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს.
ნიკოლოზ მესხის თქმით, აზიური ფაროსანა დახურულ გრუნტში საფრთხედ არ მიიჩნევა. მისი განმარტებით, სათბურები თავიანთი აღჭურვილობით დიდი ზომის მწერებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს.
როგორ უნდა იმოქმედოს ფერმერმა, თუკი აზიური ფაროსანა მაინც მოახერხებს სათბურში შეღწევას? ნიკოლოზ მესხი ამ შემთხვევაში, დახურული გრუნტისთვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრეპარატების შესაბამისიწესების დაცვით გამოყენებას გვირჩევს.

იხილე მეტი
სიახლე 

„ინტერნეტი ყველას“-სემინარი ფოთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს პროგრამას – “ინტერნეტი განვითარებისთვის”, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონებში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის იმართება უფასო ტრენინგები – ციფრულ წიგნიერებაში და ელექტრონულ ბიზნესში.
22 აპრილს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა. ტრენინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს უფასო ვაუჩერები გადაეცათ , რომლის მეშვეობითაც საშუალება ეძლევათ გაიარონ ტრენინგები ელექტრონულ კომერციაში, ჩაერთონ ფართოზოლოვან ინტერნეტში, განათავსონ თავიანთი პროდუქტი და მომსახურება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე და დაამზადონ საკუთარი ვებ-გვერდი.

იხილე მეტი
სიახლე 

„დედამიწის დღე“ ფოთშიც აღნიშნეს

22 აპრილს კოლხეთის ეროვნულ პარკში მსოფლიო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კამპანია „ჩვენ გარემოს გულისთვის“ ჩატარდა. მასში ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ.აქციის მიმდინარეობისას დასუფთვდა მალთაყვის ტყეპარკის ტერიტორია. კამპანია „კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში ,
USAID ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. კამპანიას საქართველოს მასშტაბით 15-მდე ორგანიზაცია შეუერთდა, მათ შორის კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია,
კამპანიის მიზანია გარკვეული ტერიტორიების დასუფთავება და შემდგომ ამ ტერიტორიის სისუფთავეზე პასუხისმგებლობის აღება.

იხილე მეტი
სიახლე 

ლექცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში

21 აპრილს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელთმთავრის, ეპისკოპოს საბა ინწკირველის საჯარო ლექსცია თემაზე ,,თანამედროვეობა და ეკლესია“. საჯარო ლექციას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.შეხვედრა საინტერესო და აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა

იხილე მეტი
Facebook