სიახლე 

ტენდერი ფოთის თეატრის რემონტზე მეორედაც ჩაიშალა 22 05 18

ფოთის თეატრის ექსპერტიზაზე და საპროექტო სამუშაოებზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ 30 000 ლარი გამოყო. თუმცა მეორედ გამოცხადებული ტენდერიც ჩაიშალა. მასში მონაწილეობა არც ერთმა საპროექტო ორგანიზაციამ არ მიიღო. ტენდერის პირობებით უნდა დაიდოს დასკვნა რამდენად უსაფრთხოა თეატრის შენობა და ამის შემდეგ მომზადდეს პროექტი თუ რა სახის სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს ობიექტს. შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში შენობა ავარიული გახდა.   მიმდინარე წლის იანვარში ფოიეში ჭერის ფრაგმენტი ჩამოვარდა და მას შემდეგ ფოთის თეატრის დასმა მუშაობა შეაჩერა.

მსგავსი სტატიები

Facebook