სიახლე 

ფოთის “ჭაბონამა” უეფას მოყვარულთა ტურნირზე იასპარეზებს 23 05 18

სლოვენია ივნისში უეფას მოყვარულთა ტურნირის, რეგიონთა თასის ჯგუფური ეტაპის თამაშებს უმასპინძლებს. მისი ერთ-ერთი მონაწილე ფოთის “ჭაბონამა” იქნება, რომელიც 2017 წელს საქართელოს მოყვარულთა თასის მფლობელი გახდა.ფოთელ ფეხბურთელთა მეტოქეეები სლოვენიის “მარიბორი”, რუმინეთის “ბუზაუ” და შოტლანდიის “ცენტრალ სკოტლანდი” იქნებიან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში საუკეთესო სამოყვარულო გუნდები არიან. 5 ივნისს ფოთელები სლოვენიელებს დრაბოგრადის “სპორტ ცენტრში” შეხვდებიან, ამავე სტადიონზე 8 ივნისს – რუმინელებს, ხოლო 11 ივნისს, ველენიეს “ობვეზერუს” არენაზე – შოტლანდიელებს. ფოთელები ინტენსიურად ემზადებიან ჯგუფური ეტაპისთვის. მათ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც გამართეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუნდის  მომზადება, მათი შეკრება, რჩევეა-დარიგებების მიცემა პროფესიონალი მწვრთნელების მიერ. გუშინ საღამოს  გაიმართა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი ჟურნალისტებს შეხვდა 22 05 18

ფოთის მერმა გოჩა კურდლიამ,ჟურნალსტებთან შეხვედრა გამართა,სადაც 6 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა. მან ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გაამახვილა ყურადღება. ქალაქის მერი მსგავსი სახის შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი გივი ნადარეიშვილი სამბოში ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა 230518

18-20 მაისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში დიდებს შორის, სადაც 52 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა ფოთელმა მოჭიდავემ გივი ნადარეიშვილმა, რომელმაც II საპრიზო ადგილი მოიპოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ენერგო-პრო ჯორჯიას” პირველი ნეტო აბონენტი ფოთში 23 05 18

ფოთში, დეკანოზი მამა გრიგოლი “ენერგო-პრო ჯორჯიას” პირველი აბონენტია, რომელიც ქსელში ნეტო აღრიცხვის სქემით ჩაერთო. მან საკუთარი სახლის ეზოში, 2 კვტ-ის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოაწყო. პანელები მოძრავ კონსტრუქციაზეა დამონტაჟებული, რაც მზის მიმართულებით შემობრუნების საშუალებას იძლევა და დღის განმავლობაში დამატებით 3 კილოვატით მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

იხილე მეტი
სიახლე 

შიდა ქართლის რეგიონში ფერომონებმა ფაროსანას გავრცელება არ დააფიქსირა 23 05 18

აპრილში შიდა ქართლში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით ფერომონები დამონტაჟდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით ხაფანგებმა რეგიონში მავნებლის გავრცელება ამ ეტაპზე არ დაადასტურა. თუმცა გამოკითხული მოსხლეობის ნაწილი ამბობს, რომ ბაღლინჯო საკარმიდამო ნაკვეთებში და საკუთარ სახლებში შენიშნეს. როგორც დავით გოგინაშვილი აღნიშნავს ლაბორატორიული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ  რომ ეს არის ფაროსანას სხვა სახეობაა, რომელიც შიდა ქართლში აქამდეც იყო გავრცელებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში გამწვანების აქცია გაიმართა 23 05 18

ხობში გამწვანების აქცია გაიმართა. ფოთის რაიონული პროკურატურის წარომადგენლებმა მეორე საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებთან ერთად მარადმწვანე ხეები დარგეს. აქცია პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებს პროკურატურის თანამშრომლებმა პროექტის მიზნები გააცნეს და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობაზე ესუბრნენ. ღონისძიების მიზანი ეკოსისტემაზე ზრუნვა და მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.მსგავსი აქცია მომავალშიც იგეგმება

იხილე მეტი
Facebook