სიახლე 

ფოთის “ჭაბონამა” უეფას მოყვარულთა ტურნირზე იასპარეზებს 23 05 18

სლოვენია ივნისში უეფას მოყვარულთა ტურნირის, რეგიონთა თასის ჯგუფური ეტაპის თამაშებს უმასპინძლებს. მისი ერთ-ერთი მონაწილე ფოთის “ჭაბონამა” იქნება, რომელიც 2017 წელს საქართელოს მოყვარულთა თასის მფლობელი გახდა.ფოთელ ფეხბურთელთა მეტოქეეები სლოვენიის “მარიბორი”, რუმინეთის “ბუზაუ” და შოტლანდიის “ცენტრალ სკოტლანდი” იქნებიან, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში საუკეთესო სამოყვარულო გუნდები არიან. 5 ივნისს ფოთელები სლოვენიელებს დრაბოგრადის “სპორტ ცენტრში” შეხვდებიან, ამავე სტადიონზე 8 ივნისს – რუმინელებს, ხოლო 11 ივნისს, ველენიეს “ობვეზერუს” არენაზე – შოტლანდიელებს.

ფოთელები ინტენსიურად ემზადებიან ჯგუფური ეტაპისთვის. მათ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრაც გამართეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუნდის  მომზადება, მათი შეკრება, რჩევეა-დარიგებების მიცემა პროფესიონალი მწვრთნელების მიერ.

გუშინ საღამოს  გაიმართა ამხანაგური მატჩი ჭაბონამას და კოლხეთი 1913-ის 17 წლამდელებს შორის მატჩი ჭაბონამას გამარჯვებით 5-1 დასრულდა.

მსგავსი სტატიები

Facebook