სიახლე 

ხობში გამწვანების აქცია გაიმართა 23 05 18

ხობში გამწვანების აქცია გაიმართა. ფოთის რაიონული პროკურატურის წარომადგენლებმა მეორე საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებთან ერთად მარადმწვანე ხეები დარგეს. აქცია პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ ფარგლებში ჩატარდა. მოსწავლეებს პროკურატურის თანამშრომლებმა პროექტის მიზნები გააცნეს და გარემოზე ზრუნვის აუცილებლობაზე ესუბრნენ. ღონისძიების მიზანი ეკოსისტემაზე ზრუნვა და მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.მსგავსი აქცია მომავალშიც იგეგმება

მსგავსი სტატიები

Facebook