სიახლე 

საატესტატო გამოცდები ფოთშიც დასრულდა 24 05 18

საჯარო და კერძო სკოლებში საატესტატო გამოცდები დასრულდა, სკოლები უკვე მეთერთმეტე კლასელების გამოცდებისთვის ემზადებიან, ამ და სხვა საკითხებზე ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, გოჩა ქორქიას ესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთი 26 მაისის აღნიშვნისთვის ემზადება 24 05 18

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთავრობა მასშტაბური პროგრამის განხორციელებას როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს რეგიონებში გეგმავს. ფოთის აქტიურად ემზადება ამ დღის მასშტაბურად აღსანიშნავად. ფოთში სადღესასწაულო ღონისძიებები 10 საათიდან დაიწყება და რვის ნახევარზე –გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

თამბაქოს შესახებ რეგულაციებზე ფოთში შეხვედრა გაიმართა 24 05 18

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ფოთში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელიც თამბაქოს კონტროლის პოლიტიკასა და კანონის რიგი დეტალების გაცნობასა და დანერგვას შეეხებოდა. ⭕ კანონი, რომელიც საზოგადოებაში თამბაქოს მოხმარების რეგულაციებს აწესებს, ძალაში პირველი მაისიდან შევიდა. შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან, მისი აღსრულების საკითხების გაცნობას შეეხებოდა. შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით, საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამინი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებით იღუპება, ამათგან 2000 ზე მეტი პასიური მწეველია.  

იხილე მეტი
Facebook