სიახლე 

თამბაქოს შესახებ რეგულაციებზე ფოთში შეხვედრა გაიმართა 24 05 18

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ფოთში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელიც თამბაქოს კონტროლის პოლიტიკასა და კანონის რიგი დეტალების გაცნობასა და დანერგვას შეეხებოდა.
⭕ კანონი, რომელიც საზოგადოებაში თამბაქოს მოხმარების რეგულაციებს აწესებს, ძალაში პირველი მაისიდან შევიდა. შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან, მისი აღსრულების საკითხების გაცნობას შეეხებოდა. შეხვედრის ორგანიზატორთა თქმით, საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამინი თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებებით იღუპება, ამათგან 2000 ზე მეტი პასიური მწეველია.

 

მსგავსი სტატიები

Facebook