სიახლე 

ფოთი 26 მაისის აღნიშვნისთვის ემზადება 24 05 18

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთავრობა მასშტაბური პროგრამის განხორციელებას როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს რეგიონებში გეგმავს. ფოთის აქტიურად ემზადება ამ დღის მასშტაბურად აღსანიშნავად. ფოთში სადღესასწაულო ღონისძიებები 10 საათიდან დაიწყება და რვის ნახევარზე –გალა კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

მსგავსი სტატიები

Facebook