სიახლე 

ფოთში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან 25 05 18

ფოთი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადება. 26 მაისს ქალაქში გრანდიოზული ღონისძიებები გაიმართება, დილიდან ცენტრალური პარკის და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზები გადაიკეტება. მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საბავშვო გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრიში ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება,მსურველებს საშუალება ექნებათ, სპეციალური სათვალეებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებში იმოგზაურონ. ჰიდროგრაფიულ სამსახურში მარინისტების და სანავიგაციო რუკების გამოფენები გაიმართება. საღამოს, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს როდესაც პირველად წაიკითხეს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლკის აქტი, მთელი საქართველოს მასშტაბით შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი სახალხო ზეიმი გალა-კონცერტით დასრულდება, მაყურებლის წინაშე ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ წარსდგება.

მსგავსი სტატიები

Facebook