სიახლე 

ფოთს NASCAR-ის ამერიკელი ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ კობი ესტუმრა 29 05 18

აშშ-ს საელჩოს მოწვევით, საქართველოს ავტომრბოლელი ქალი, ჯენიფერ ჯო კობი სტუმრობს. ის მონაწილეობას იღებს ერთკვირიან კამპანიაში ,,ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.“ დღეს ჯენიფერ ჯო კობმა საჯარო შეხვედრა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დარბაზში გამართა. ჯენიფერ ჯო კობი არის პროფესიონალი ავტორბოლელი, NASCAR-ის  გუნდის მფლობელი, სპიკერი და მეწარმე. ჯენიფერმა ავტორბოლა კანზას სიტიში 1991 წელს დაიწო. ის ახლაც მონაწილეობს შეჯიბრებეში, რომლებიც როგორც ამერიკაში, ასევე სხვა ქვეყნებში იმართება. ჯენიფერ კობის ვიზიტს საქართველოში აფინანსებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

გამოჩნდა თუ არა აზიური ფაროსანა კახეთის რეგიონში 29 05 18

გამოჩნდა თუ არა აზიური ფაროსანა კახეთის რეგიონში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ფერომონიანი დამჭერები რეგიონის მასშტაბით 1300-მდე ლოკაციაზე განლაგდა, სპეციალური ხაფანგებისთვის ადგილები გავრცელების რისკის მიხევით შეირჩა.ინსპექტორის თქმით მონიტორინგი ყოველკვირეულად მიმდინარეობს თუმცა კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა.

იხილე მეტი
სიახლე 

ღია გაკვეთილი ფოთის მე-5 სკოლაში 29 05 18

დღეს ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში პედაგოგმა ლუიზა ჩხეტიამ  მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად ღია გაკვეთილი თემაზე არა ნარკომანიას არა თამბაქოს და არა ალკოჰოლს წარმოადგინა მოსწავლეებმა მათ ისაუბრეს თუ რამდენად მავნებელია  ორგანიზმისთვის თამბაქო ნარკოტიკი და ალკოჰოლი. შედგა მათ მიერ ამ თემაზე მომზადებული ფილმების ჩვენება.

იხილე მეტი
Facebook