სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ტურნირი დასრულდა 21 05 18

16-19 მაისს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი “მაისი-2018”. ფესტივალის პროგრამით გაიმართა ტურნირები 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, ასევე ღია ტურნირი. ფესტივალში მონაწილეობდა 90-მდე ფოთელი მოჭადრაკე. ტურნირები ჩატარდა შვეიცარიული სისტემით. ღია ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ დიპლომი და მედალი, ხოლო პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეს ასევე გადაეცა თასი. 7 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცათ საჩუქრები და დიპლომები. ასევე გამოიყო და დაჯილდოვდა საუკეთესო 6 წლის ჭაბუკი და გოგონა. საბოლოო შედეგები: ღია ტურნირი: I – გიორგი კვარაცხელია, II – ლუკა წურწუმია, III – დემეტრე კაკულია.…

იხილე მეტი
სიახლე 

თევზაობის ტურნირი ფოთში 21 05 18

შაბათს ფოთის მეთევზეთა კლუბ „ფაზისის“ ინიციატივით სპინინგით მტაცებელი თევზის დაჭერაში ტურნირი “გაზკანტორა Open” ჩატარდა მონაწილეები ტბაზე დილის 7 საათიდან შეიკრიბნენ და კენჭისყრის მიხედვით სექტორებად განაწილდნენ. ჩათვლაში მხოლოდ 30 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის ქარიყლაპია და 12 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის ქორჭილა მიიღებოდა. შეჯიბრის ბოლოს კი დაჭერილი თევზი ტბაში დააბრუნეს პირველი ქარიყლაპია – ლეონიდ კოროლიუკმა დაიჭირა, მისი სიგრძე 43 სმ იყო. ცვალებადი ამინდის მიუხედავად მეთევზებმა მაქსიმალური ძალისხმევა არ დაიშურეს შედეგის მისაღწევად.  პირველი ტურნირში 4 საპრიზო კატეგორია გამოვლინდა : საერთო ჩათვლაში გამარჯვებული რამაზ კინწურაშვილი გახდა, მანვე 54 სანტიმეტრი სიგრძის ქარიყლაპიით ყველაზე დიდი თევზისთვის დაწესებული სპეციალური…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩატარდა 21 05 18

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის და ქალაქ ფოთის მერის ინიციატივით, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა ფოთში უფასო კარდიოლოგიური კვლევები  ჩაატარეს.  19 მაისს  ომის ვეტერანებმა, დევნილებმა და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებმა დედაქალაქიდან მოწვეული სპეციალისტების კონსულტაციები, ექოსკოპიური და ელექტრო კარდიოლოგიური კვლევები ჩაიტარეს. აქციის პარალელურად, მსურველებმა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფასო ლაბორატორიული მომსახურებითაც ისარგებლეს. მერიის წარმომადგენელთ განცხადებით მსგავსი აქციები მომავალშიც განხორციელდება

იხილე მეტი
სიახლე 

ბოლო ზარი ფოთში 18 05 2018

ფოთის საჯარო და კერძო სკოლების ეზოებში და ქუჩებში დღეს განსაკუთრებული სიხალისე იგრძნობოდა. ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და წინსაფრები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები. მოსწავლეთა ჟრიამული და ხალისი გადამდები იყო. უმცროსები ბოლო ზარზე ოცნებობდნენ, უფროსებს წარსული ახსენდებოდათ. ემშვიდობებოდნენ მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდებოდათ. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც უხაროდათ და ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის მზადებაც მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ფლეშმობი გუშინ მოაწყვეს მე-5 სკოლის მოსწავლეებმა მსვლელობა მოაწყვეს. ჯერ პირველსკოლელ თანატოლებს მიაკითხეს და მერე გზადაგზა მე-3 და მე-15 სკოლებსაც შეუარესბოლო ზარი აღნიშნეს თამარ ფაჩულიას სკოლა გიმნაზიის…

იხილე მეტი
სიახლე 

კრივში ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი დაიწყო 18 05 18

ფოთში, მოკრივეთა კლუბ ,,ლიდერი’’-ს დარბაზში, დღეს დაიწყო ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში. მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული 2006-2008 წ.წ. დაბადებულ მოკრივეები იღებენ. ტურნირი 3 დღეს გაგრძელდება და 20 მაისს საზეიმო ვითარებაში დაიხურება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს ნაც.მოძრაობის ლიდერები სტუმრობდნენ 18 05 18

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ნიკა მელია და მურთაზ ზოდელავა ფოთში იმყოფებოდნენ. ისინი მალთაყვაში ყოფილი სასტუმროს შენიბაში ჩასახლებულებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. აქ 6 წელია 20-ზე მეტი ადგილობრივი და დევნილი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. მათი თქმით, შენობა ნგრევის პირასაა,სახურავი და ჭერი დაზიანებულია, ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა, წყალი სასმელად უვარგისია. იქ მცხოვრები ყველა ოჯახი სოციალურად დაუცველია. ადგილობრივების თქმით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შიშობენ, რომ მალე იქიდანაც გამოასახლებენ და ქუჩაში აღმოჩნდებიან. ნიკა მელიას თქმით, საქართველოში ოჯახების უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სტადიონზე მწვანე საფარს აგებენ 18 05 18

ფოთში ცენტრალური სტადიონი მწვანე საფარის დაგება მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. კოლხეთი-1913-ს წარმომადგენელის ვახტანგ თოფურიას განმარტებით სავარაუდოდ ფოთის გუნდი აგვისტოს თვეში საკუთარ მოედანზე ითამაშებს. მოედანზე საფარის დაგების პარალელურად, ტრუბუნის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოხდება სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისათვის, ავტოსადგომი, მოასფალტდება სტადიონის მისადგომები.მშენებლობაზე 15 ადგილობრივია დასაქმებულია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოკრივეებმა აზერბაიჯანში წარმატებით იასპარეზეს 17 05 18

11-დან 14მაისის ჩათვლით სააქართველოს კრივის ჭაბუკთა ნაკრებმა აზერბაიჯანში, ,,ფეიდარ ალიევის“ თასზე იასპარიზა. შეჯიბრში 5ფოთელი მოკრივე იღებდა მონაწილეობას, აქედან სამმა წარმატებით იასპარეზა და სხვადასხვა საპრიზო ადგილი დაიკავა. ვერცხლის მედალი აიღო გიორგი გეგეჭკორმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები – გენო ხავთასმა და გიორგი საჯაიამ. აღსანიშნავია, რომ პირველად ფოთის ისტორიაში კრივის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას კლუბ ,,ლიდერის“ ბაზაზე გადის. ხვალ კლუბ ,,ლიდერის“ დარბაზში ცნობილი ფოთელი სპორტსმენის დავით სარსანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი იწყება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მოკრივეები მიიღებენ.  

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ ებრძვიან ფაროსანას იმერეთში 17 05 18

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში 48 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა განაცხადა. ზურაბ ჩეკურიშვილის მტკიცებით, მავნებელთან ბრძოლისთვის რესურსები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს. ზურაბ ჩეკურაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსა და მოსახლეობის შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა და ინსტრუქცია იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც გააცნო.

იხილე მეტი
Facebook