სიახლე 

საქართველოს თასის გათმაშების IIეტაპი აკადემიურ ნიჩბოსნობაში 11 06 18

9 და 10 ივნისს,ქ.ფოთში,მდინარე კაპარჭინაზე ჩატარდა შეჯიბრება აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს თასზე (II ეტაპი). მონაწილეობდნენ: ა.ა.ი.პ.ფოთის სპორტული სკოლა (მწვრთნელი:ლევან ბირკაია), ა.ა.ი.პ.აბაშის სპორტული სკოლა (მწვრთნელი:გოჩა სიმონია), სპორტული კლუბი „მალთაყვა“ (მწვრთნელი:ფრიდონ ბირკაია), აბაშის სპორტული კლუბი „კოლხა-2016“ (მწვრთნელი: მამუკა სიმონია) და სპორტული კლუბი „კაიაკი“(მწვრთნელი:მალხაზ მიქაძე). შეჯიბრების მთავარი მსაჯი: თამაზ ჩიტაია იყო. გამარჯვებული სპორტსმენები, საქართველოს აკადემიური ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ალანიამ, დიპლომებით მედლებით და თასებით დააჯილდოვა. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები ზაურ ჩერნიშოვი და ზურაბ კინტირაია შეჯიბრების დასრულებისთანავე სლოვენიაში გაემგზავრნენ , სადაც საერთაშორისო რეგატაში მიიღებენ მონაწილეობას. 8-12 აგვისტოს კი ჩვენი ნიჩბოსნები მონაწილეობას  მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატში მიიღებენ,რომელიც ჩეხეთში ჩატარდება

მსგავსი სტატიები

Facebook