სიახლე 

ჭიდაობის ტურნირი ფოთში 11 06 19

10 ივნისს ქალაქ ფოთში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფოთის ღია პირველობა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის, ლანჩხუთის, ხობის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ქუთაისისა და ფოთის ნაკრებმა გუნდებმა. წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა სპორტსმენებმა, რომლებმაც ხუთი მესამე ერთი მეორე და ორი პირველი ადგილი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ ბესიკ შენგელია და საბა კუმარიტოვი, ვიცე ჩემპიონი საბა კუჭავა გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს მათე თუნთია, ედიკა ღვინჯილია, დათო კვირაი,ა მათე მესხია და იაგო კუხალაშვილი დაეუფლნენ.ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფოთის ღია პირველობაში 80-მდე მოჭიდავე მონაწილეობდა.

მსგავსი სტატიები

Facebook