სიახლე 

პროექტი “ცოცხალი წიგნები” ფოთში 28 06 18

ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ქალაქს თანამედროვე ქართველი პოეტები და მწერლები ესტუმრნენ.
კატო ჯავახიშვილი, მანანა მათიაშვილი, პაატა შამუგია, ბესო სოლომონაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი და ქეთევან დუმბაძე, საჯარო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პოეზიის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ შვედ მწერალსა და გამომცემელს კრისტიან კარლსონს.
წაკითხული იქნა ლექსები, ნაწყვეტები პროზაული ნაწარმოებებიდან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, „პოეზიის მეგობართა კლუბთან“ ერთად, უკვე მესამე წელია საქართველოს რეგიონებში, ახორციელებს საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს „ცოცხალი წიგნები“. პროექტის ხელმძღვანელია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქეთევან დუმბაძე, კოორდინატორი, პოეტი მარიამ წიკლაური.

მსგავსი სტატიები

Facebook