სიახლე 

ფოთელ ხელბურთელთა წარმატება 30 06 18

28 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, სპორტკომპლექსში ,,ახალი თბილისი’’, გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული დასკვითი ეტაპის ფინალური თამაშები ხელბურთში, სადაც ფოთის N2 საჯარო სკოლის ხელბურთელმა გოგონებმა ყვარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ანგარიშით 18:7 სძლიეს , ხოლო ფოთის N2 საჯარო სკოლის ხელბურთელმა ვაჟება კი – ყვარელის N1 საჯარო სკოლის თანატოლები ანგარიშით 14:12 დაამარცხეს და ორივე გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე ქვეყნის საუკეთესო ხელბურთელებად ლანა გოგია და დათო ფანცულაია დასახელდნენ.  სამი ფოთელი ხელბუთელი: ლანა გოგია, ციცი ბჟალავა და ნენე ჯგერენაია, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად, შვედეთში მიემგავრებიან.

მსგავსი სტატიები

Facebook