სიახლე 

ფაროსანას ბუნებრივი მტერი 1 09 18

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს უკვე არსებულ მწერებზე დაკვირვება. ზურაბ ხიდაშელი განმარტავს, რომ ექსპერიმენტები მსგავსი შედეგის იმედს იძლევა. მეცნიერი აღნიშნული მწერის შესახებ საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაკვირვების რამდენიმე ეტაპია გასავლელი.

იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდება, რომ მწერი მართლაც შეიძლება განვიხილოთ აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრად, ხიდაშელი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს რა ოდენობისაა იგი საქართველოში და შემდეგ ბიოფაბრიკებში მის ხელოვნურ გამრავლებაზე ვიზრუნოთ. მეცნიერი განმარტავს, რომ გასარკვევია პარაზიტის ზემოქმედება სხვა მწერებზეც.

მსგავსი სტატიები

Facebook