სიახლე 

ასოციაცია “ლაზარეს” წარმომადგენლები ფოთში დევნილებს შეხვდნენ 13 09 18

ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება “ლაზარე”-ს წარმომადგენლებმა ფოთში, დევნილთა დასახლებაში ცესკოს ეგიდით შეხვედრა მოაწყვეს. პროექტ “დევნილები ჩვენი არჩევანისთვის” ფარგლებში მსგავსი შეხვედრები სამეგრელოს სხვა რაიონებშიც იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ვაჟა აზარაშვილის კონცერტი ფოთში 13 09 18

ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრის დარბაზში, 18 საათზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის და სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 80 და სასცენო მოღვაწეობიდან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მონაწილეობდნენ მომღერალი ზურაბ კობეშავიძე, კომპოზიტორის მეუღლე, პოეტი  მანანა დანგაძე და მსახიობი ვლადიმერ ხელაშვილი. ვაჟა აზარაშვილის მეუღლემ , მანანა დანდგაძემ, თავისი ლექსები წაიკითხა, მათ შორის ფოთს და ფოთელებს ექსპრომტად შექმნილი ლექსი მიუძღვნა. როგორც მან აღნიშნა, ფოთს პირველად ეწვია და   შეხვედრის მოლოდინი ძალიან დიდი იყო. საიუბილეო კონცერტი მომღერალი ზურაბ კობეშავიძემ დახურა, სადაც მაესტროს ყველასათვის ცნობილი და ახალი სიმღერები შესრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

“კოლხმა რაინდებმა” B ლიგის მსტჩში ზესტაფონელებს სძლიეს 13 09 18

გუშინ ფოთში რაგბის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატი, რაგბში ბე ლიგის გუნდებს შორის გაიმართა. სტადიონზე კოლხი რაინდები და ზესტაფონის არწივები შეხვდნენ ერთმანეთს. თამაში 46:3 ფოთელი მორაგბეების სასარგებლოდ დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ეწვია 13 09 18 13 09 18

ფოთში, წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი ჩამოვიდა. ის ქალაქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. „ნურავის ეგონება, რომ მარტივი გამარჯვება უდევს ჯიბეში, მე ასე არ მგონია და მზად ვარ სერიოზული კონკურენციისთვის. საქართველოს სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი, პარტიულად ნეიტრალური, მაგრამ პოლიტიკურად გამოცდილი პრეზიდენტი, რათა მომავალი 6 წლის განმავლობაში, ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს და წინ წავიდეს. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის არის – მეტი შეგვიძლია! ეს განწყობები რასაც ფოთში ვგრძნობ, რომ თითქოს უიმედობაა, რომ თითქოს ამდენი წელი გავიდა და არაფერი ხდება, შენობა აშენდა და ვერ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს თურქეთის საზღვაო ძალების გემი ეწვია 13 09 18

ფოთის პორტში, თურქეთის გემის ბაიაქტარის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პროფესიონალური საზღვაო სწავლების ფარგლებში, ფოთში 5 დღიანი ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის, ეროვნული უნივერსიტეტის საზღვაო ძალების სასწავლებლის 250-მდე სტუდენტი ჩამოვიდა. შეხვედრას სტუმრების მხრიდან, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე კოჩაკი, გემის კომოდორი პირველი რანგის კაპიტანი ეროლ ქუჩუქი, TCG Bayraktar გემის კაპიტანი ბულეთ გუნგორი, კურსანტთა ჯგუფის უფროსი აითუღ ჩეთინი და სამხედრო ატაშის მოადგილე აიდინ თოქუშლუ დაესწრნენ. „საზღვაო ძალების სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტებმა ,ერთი წლის განმავლობაში შეძენილი თეორიული ცოდნა უნდა გამოიყენონ პრაქტიკაში. ჩვენ ვსტუმრობთ შავი ზღვის სხვადასხვა ნავსადგურს და ერთ-ერთი ვიზიტიც ეს გახლავთ, მეზობელ და მეგობარ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფერომონების დამონტაჟება საკარმიდამო ნაკვეთებში 12 09 18

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება. მავნებლის წინააღმდეგ წამლობის შემდეგი ეტაპის დაწყებამდე საკამიდამო ნაკვეთებში ფერომონიანი დამჭერების დამონტაჟება იწყება. ეს ხელს შეწუყობს კონკრეტულ ტერიტორიაზე ბაღლინჯოს მოზიდვას, შემეგ კი ეს ადგილები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება. წამლობა მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი განმარტავ სრომ, ამღონისძიებების შედეგად აზიური ფაროსანას რაოდენობა შემცირდება და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებში შედარებით  ნაკლები ინდივიდი გადაინაცვლებს. ფერომონების დამონტაჟებისა და წამლობის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონების სოფლის რწმუნებულებს მიაწოდეს. ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე 27…

იხილე მეტი
სიახლე 

რამ გააფუჭა თხილი 12 09 18

ლაბორატორიული კვლევის შედეგების თანახმად, წელს თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეამოწმების შემდეგ აცხადებენ. მეცნიერების განმარტებით, პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა თხილის იმ მეურნეობებში, სადაც ფერმერებმა კომბინირებული შეწამვლის განრიგი დაიცვეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტები   ფერმერებთან შეხვედრებს და კონსულტაციების გაწევასაგრძელებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას გავლენა თხილის ხარისხზე 12 09 18

,,წელს, აზიური ფაროსანას წილი თხილის მოსავლის დაზიანებაში დაახლოებით 10%-ია“, განაცხადა  სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსმა. ზურაბ ხიდაშელის ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა დასავლეთ საქართველოში თხილის  8 000-ზე მეტი ნიმუში შეაგროვა. მეცნიერი განმარტავს, რომ ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესწავლით დადგინდა თუ რამდენად დიდი იყო განსხვავება შეუწამლავ da წესებით გათვალისწინებული ღონისძიებებით დაცულ მოსავალს შორის. ხიდაშელის თქმით, დაზიანებულ თხილის ნიმუშებში  გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს. მეცნიერი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, თხილის კულტურა წელს ძირითდად სოკოვანმა დაავადებებმა დააზიანა. ნიმუშებზე დაკვირვება ამჟამადაც მიმდინარეობს, საბოლოო პასუხებს კი სამეცნიერო კვლევით ცენტრში ოქტომბრის დასაწყისში გაგვაცნობენ.

იხილე მეტი
Facebook