სიახლე 

დღეს ფოთს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ეწვია 13 09 18 13 09 18

ფოთში, წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილი ჩამოვიდა. ის ქალაქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. „ნურავის ეგონება, რომ მარტივი გამარჯვება უდევს ჯიბეში, მე ასე არ მგონია და მზად ვარ სერიოზული კონკურენციისთვის. საქართველოს სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი, პარტიულად ნეიტრალური, მაგრამ პოლიტიკურად გამოცდილი პრეზიდენტი, რათა მომავალი 6 წლის განმავლობაში, ქვეყანა სტაბილურად განვითარდეს და წინ წავიდეს. ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის არის – მეტი შეგვიძლია! ეს განწყობები რასაც ფოთში ვგრძნობ, რომ თითქოს უიმედობაა, რომ თითქოს ამდენი წელი გავიდა და არაფერი ხდება, შენობა აშენდა და ვერ გაკეთდა სწორად, მოსახლეობა უმუშევრობით არის შეწუხებული და ა.შ… მაგრამ ამ ყველაფერმა არ უნდა მიგვიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ მეტი არ შეგვიძლია. თუ აქამდე მივედით, მაშინ ახალგაზრდები იწყებენ ფიქრს, რომელ სხვა ქვეყანაში ჰპოვონ წარმატება. ამით ჩვენი ქვეყანა დაძაბუნდება და ყოველგვარი ტანკების და იარაღის გარეშე ჩაუვარდებით მტერს ხელში. ამიტომ ამ არჩევნებში მთავარია იმედის მობრუნება, ჩვენი საკუთარ სამშობლოში, საკუთარი სახელმწიფოს აშენების იმედის მობრუნება“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სტატიები

Facebook