სიახლე 

ვაჟა აზარაშვილის კონცერტი ფოთში 13 09 18

ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრის დარბაზში, 18 საათზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის და სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის დაბადებიდან 80 და სასცენო მოღვაწეობიდან 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მონაწილეობდნენ მომღერალი ზურაბ კობეშავიძე, კომპოზიტორის მეუღლე, პოეტი  მანანა დანგაძე და მსახიობი ვლადიმერ ხელაშვილი. ვაჟა აზარაშვილის მეუღლემ , მანანა დანდგაძემ, თავისი ლექსები წაიკითხა, მათ შორის ფოთს და ფოთელებს ექსპრომტად შექმნილი ლექსი მიუძღვნა. როგორც მან აღნიშნა, ფოთს პირველად ეწვია და   შეხვედრის მოლოდინი ძალიან დიდი იყო. საიუბილეო კონცერტი მომღერალი ზურაბ კობეშავიძემ დახურა, სადაც მაესტროს ყველასათვის ცნობილი და ახალი სიმღერები შესრულდა.

მსგავსი სტატიები

Facebook