სიახლე 

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები აბაშაში 14 09 18

აბაშის მუნიციპალიტეტში,  სიმინდის საყანე ფართობებშიმ ოსავლის აღება მიმდინარეობს. ეგრეთწოდებულ ანჯელის მასივში სიმინდის ნათესები   6500-მდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ სადაც შესაძლებელი იყო სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება,    ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგად მოსავლის დაზიანება მნიშვნელოვნად შემცირდა.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. სეს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურებით დამუშავებულია 573 ათასი ჰექტარი ფართობი სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარისრეგიონებში.

მსგავსი სტატიები

Facebook