სიახლე 

ფოთის ღია პირველობა ძიუდოში 24 09 18

22-23 სექტემბერს ფოთის ღია პირველობა ჭიდაობა ძიუდოში გაიმართა, რომელშიც ფოთის, ხობის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, სამტრედიის, ქუთაისის, წყალტუბოს, ზესტაფონის, თერჯოლის, ოზურგეთის, ქობულეთის, ბათუმის, გორის, ქარელის, ახმეტის, მარნეულის და მესტიის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. სულ 245 მოჭიდავე ასპარეზობდა. შეჯიბრებაზე ფოთელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, რომლებმაც 3 – პირველი, 1 – მეორე და 2 – მესამე ადგილები დაიკავეს. კერძოდ: ბორის ჩადუნელი, 27 კგ წონითი კატეგორია – I ადგილი ლუკა გადელია, 46 კგ წონითი კატეგორია – I ადგილი ლუკა წულაია, +55 კგ წონითი კატეგორია – I ადგილი, ზურაბ ტუღუშის სახელობის თასი ანრი ტაკიძე, 73 კგ წონითი კატეგორია – II ადგილი გიორგი ტყებუჩავამ, 38 კგ წონითი კატეგორია – III ადგილი ფოთის ღია პირველობა ჭიდაობა ძიუდოში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

მსგავსი სტატიები

Facebook