სიახლე 

ფოთში პოეზიის ფესტივალი და თევზჭერის ტურნირი იმართება 24 09 18

30 სექტემბერს, ქალაქ ფოთში საქართველოს მწერალთა კავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით და სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის მხარდაჭერით, ნიკოლაძის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ პოეზიის ფესტივალი გაიმართება. ფოთელების წინაშე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მწერლები, პოეტები და მსახიობები წარსდგებიან. პოეზიის საღამოს პარალელურად თევზჭერის ტურნირი „ოქროს ლოქო-2018“, მდინარე რიონზე გაიმართება, ღონისძიებისთვის მზადება დამამთავრებელ ფაზაშია. მხატვარ ბორია პაპასკუას მიერ თევზჭერის ტურნირისთვის მთვარი პრიზი მზადდება, რომელიც ნიჟარებისგან შექმნილ ლოქოს ორიგინალურ ფიგურას წარმოადგენს, ვერცხლის ფარფლებითა და ოქროს ულვაშებით. თევზჭერის ტურნირში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე ან ტელეფონის ნომრით (599515030)   შეეძლებათ. ორგანიზატორები ფოთელებს საინტერესო საღამოს ჰპირდებიან.

მსგავსი სტატიები

Facebook