სიახლე 

პროექტის პრეზენტაცია ფოთის მე-4 სკოლაში 27 09 18

სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში (-„მეცნიერება იწყება სკოლიდან“ ) ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში, პროექტის პრეზენტაცია – „შავი ზღვის ტემპერატურის ცვლილებების მონიტორინგი საქართველოს სანაპირო ზოლთან დედამიწის და სატელიტის დაკვირვრბის გამოყენებით“ პედაგოგ, მარინა მიმინოშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. პროექტში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სამეცნიერო კვლევის მიმართულებები _ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, პროფესორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დისტანციური ზონდირების და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის სპეციალისტმა, ელენე ნიკოლავამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სპეციალისტმა, სოფიო ბერიძემ გააცნო. მათ საქართველოს სანაპირო ზოლთან, შავი ზღვის ტემპერატურის ცვლილებების მონიტორინგზე ისაუბრეს და მოსწავლეებს აუხსნეს თუ როგორ დააკვირდნენ პროცესის მიმდინარეობას. მეოთხე სკოლის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მუშაობას ექვსი თვის მანძილზე გააგრძელებენ.

მსგავსი სტატიები

Facebook