სიახლე 

ფოთის საკრებულოს სხდომა 27 09 18

საკრებულოს მე-19 მოწვევის სხდომა, საკრებულოს წევრის თორნიკე ხარჩილავას უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხით დაიწყო, რომელმაც „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული სიით, ოთარ ხარჩილავა ჩაანაცვლა. როგორც მან „ მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. სხდომაზე,სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლის ანგარიშმა ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. მათი განცხადებით სკოლებში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ბავშვებს სავარჯიშოდ ელემენტარული პირობები არა აქვთ.მათივე თქმით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების გატარება მოითხოვეს. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით , სასპორტო სკოლებში არსებული ვითარების გამოსასწორებლად, აუიცლებელია დამატებითი თანხების მოძიება. საკრებულოს 19-ე მოწვევის სდომაზე სულ 8 საკითხი განიხილეს.

მსგავსი სტატიები

Facebook