სიახლე 

გარემოს დაცვის პროექტი ფოთის ნავსადგურში 28 09 18

დღეს “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” , გარემოსდაცვითი კომპანა GO Green-ის ფარგლებში, მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი გამართა თემაზე „ნარჩენები და მათ მიერ გამოწვეული დაბინძურება“. მათ ისაუბრეს,იმაზე თუ რა სახის და რამდენი სახის ნარჩენი არსებობს და რა ზიანის მოტანა შეუძლია ნარჩენს. ბავშვებს გააცნეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სტრატეგია, როგორ მოახდინონ ნარჩენების სეპარაცია და როგორ აირიდონ თავიდან გარემოს დაბინძურება, რამდენად საზიანოა ნარჩენები ადამიანებისთვის ისე სხვა ცოცხალი არსებებისთვის. მოსწავლეებს ტრენინგში აქტიური მონაწილეობისთვის, სერთიფიკატები გადასცეს და საზეიმო ვითარებაში სახელობითი ტორტი გაჭრეს. ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა თვისუფალი ეკონომიკური ზინის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთვეს.

მსგავსი სტატიები

Facebook