სიახლე 

ხმაური ფოთის ბაზარში 28 09 18

დღეს ფოთიში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზით მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და სამანქანო გზა გადაკეტეს. ისინი, რიონის სანაპიროზე თევზის ბაზრობის დემონტაჟს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ წლების მანძილზე სხვა ადგილზე ახორიციელდნენ თევზის რეალიზაციას, რიონის სანაპიროზე   2 წლის წინ გადმოიყვანეს. როგორც გაირკვა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწტყვეტილების თანახმად, რიონის სანაპიროზე მდებარე სავაჭრო კონსტრუქციების დემონტაჟი უნდა განხროციელდეს, რადგან იგი არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თავის დროზე ბაზრის მეპატრონემ უკანონო და უნებართვო გადაწყვეტილება მიიღო. მოვააჭრეებს კი შეუძლიათ ბაზრის ტერიტორიაზე მათთვის სასურველი ფართი აარჩიონ და იქ გადავიდნენ.   მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პოზიციების დათმობას და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, სანამ ალტერნატიულ ფართს არ შესთავაზებენ.

მსგავსი სტატიები

Facebook