სიახლე 

საჭადრაკო ტურნირი ფოთში 25 09 18

საჭადრაკო კლუბ „ნანაში“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამჯერად კლუბს 60 მოსწავლე დაემატა და შესაბამისად ოთხი ახალი ჯგუფი გაიხსნა. საჭადრაკო სკოლაში სულ 140- ზე მეტი ბავშვი დადის. კლუბის ხელძღვანელების განცხადებით, მსურველთა მიღება გრძელდება. ცნობისათვის,საჭადრაკო კლუბი „ნანა“ 1987 წლიდან ფუნქციონირებს. საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები,სამეგრელოს ნაკრების შემადგენლობაში,სწრაფ ჭადრაკში, საქართველოს გუნდურ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 29-30 სექტემბერს ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პარალელურად იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სამბისტების წარმატება 25 09 18

ხაშურში,ჭიდაობა სამბოში საქართველოს პირველობა ჭაბუკებში, ფოთელი სპორტსმენების წარმატებით დასრულდა. ფოთელებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. პირველი ადგილი 56კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ თურქიამ მოიპოვა. მეორე ადგილი 75 კგ წონით კატეგორიაში _ ბექა სანაიამ, ხოლო მესამე ადგილები, სხვადასხვა წონით კატეგორიაში დათო დგებიამ,ირაკლი შეყილაძემ, და ვიტალი ქუთათელაძემ დაიკავეს. ჩემპიონატში 300-ზე მეტი მოჭიდავე ასპარეზობდა. ელიზბარ თურქიამ ამ გამარჯვებით, მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც ოქტომბერის თვეში თბილისში გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

მიდიან თუ არა არჩევნებზე ფოთელები. გამოკითხვა 25 09 18

მიიღებენ თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში და რა მოლოდინი აქვთ, – ამ კითხვებით დღეს სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღამ“ ფოთის მოსახლეობას მიმართა. როგორც გაირკვა ადგილობრივების უმრავლესობა არჩევნებში წასვლას გეგმავს, ხოლო მოლოდინთნ დაკავშირებით არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირეს. შეგახსენებთ რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება გეგმიურად შეეზღუდა 25 09 18

დღეს ფოთის რამდენიმე უბანს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა, მათ შორის რუსთაველის რკალისა და მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს. თუ რატომ შეუწყდათ ელ. ენერგიის მიღბა ფოთის მოსახლეობას, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“ „ენერგო პრო ჯორჯიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკა ურიდიას დაუკავშირდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობაში საქართველოს თასის გათმაშების მესამე ეტაპი გაიმართა 24 09 18

ფოთში ორი დღის მანძილზე ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს თასისის გათამაშების მესამე ეტაპი მიმდინარეობდა. შეჯიბრში საასპარეზოდ გოგონათა და ვაჟთა გუნდები გამოდიოდნენ. გათამაშებაში საქართველოს გუნდებთან ერთად აზერბაიჯანიდან ჩამოსული ნიჩბოსნებიც მონაწილეობდნენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ღია პირველობა ძიუდოში 24 09 18

22-23 სექტემბერს ფოთის ღია პირველობა ჭიდაობა ძიუდოში გაიმართა, რომელშიც ფოთის, ხობის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, სამტრედიის, ქუთაისის, წყალტუბოს, ზესტაფონის, თერჯოლის, ოზურგეთის, ქობულეთის, ბათუმის, გორის, ქარელის, ახმეტის, მარნეულის და მესტიის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. სულ 245 მოჭიდავე ასპარეზობდა. შეჯიბრებაზე ფოთელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, რომლებმაც 3 – პირველი, 1 – მეორე და 2 – მესამე ადგილები დაიკავეს. კერძოდ: ბორის ჩადუნელი, 27 კგ წონითი კატეგორია – I ადგილი ლუკა გადელია, 46 კგ წონითი კატეგორია – I ადგილი ლუკა წულაია, +55 კგ წონითი კატეგორია – I ადგილი, ზურაბ ტუღუშის სახელობის თასი ანრი ტაკიძე, 73 კგ…

იხილე მეტი
სიახლე 

საჭადრაკო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა 24 09 18

„ბლექ სი არენაზე“ 43-მე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ცნობილი სპორტსმენები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. ბათუმის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალი სამი ნაწილისგან შედგებოდა, პირველ ნაწილში მაყურებელებს ჭადრაკის ისტორია გააცნეს, მეორე ნაწილში ოლიმპიადაზე მონაწილე ქვეყნები საზოგადოების წინაშე წარადგინეს, ცერემონიალი კი გალა კონცერტით დასრულდა, სადაც ქართული ფოლკლორისა და საბალეტო დასის, ოპერისა და ესტრადის ვარსკვლავებმა ყველასათვის საყვარელი ნომრები შეასრულეს. გახსნის ცერემონიალზე როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლები გაერთიანდნენ. სპეციალურად ოლიმპიადის გახსნისთვის მუსიკა ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ შექმნეს. — “ბლექ სი არენაზე“. მასშტაბური შოუ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა…

იხილე მეტი
სიახლე 

ამერიკელი პროფესორი ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ 24 09 18

დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას ეცნობა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი. ამერიკელი მეცნიერის შეფასებით, მდგომარეობა და მოსახლეობის მიდგომა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. აზიური ფაროსანა იყო განხილვის თემა რეგიონების გუბერნატორებისთვის, რომლებიც აბაშაში მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბს ეწვივნენ. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შარშანდელთან შედარებით მავნებლის პოპულაცია შემცირებულია და მნიშვნელოვანია ცალკეული მუნიციპალიტეტების წარმატებული მაგალითების გაზიარება. აბაშის მუნიციპალიტეტში, ეგრეთ წოდებულ ანჯელის მასივში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა სიმინდის მოსავლის შენარჩუნება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება. შეხვედრაზე განიხილეს ასევე თხილის ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოსავლის დაზიანება ძირითადად სოკოვანი დაავადებებით არის განპირობებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პოეზიის ფესტივალი და თევზჭერის ტურნირი იმართება 24 09 18

30 სექტემბერს, ქალაქ ფოთში საქართველოს მწერალთა კავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით და სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის მხარდაჭერით, ნიკოლაძის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ პოეზიის ფესტივალი გაიმართება. ფოთელების წინაშე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მწერლები, პოეტები და მსახიობები წარსდგებიან. პოეზიის საღამოს პარალელურად თევზჭერის ტურნირი „ოქროს ლოქო-2018“, მდინარე რიონზე გაიმართება, ღონისძიებისთვის მზადება დამამთავრებელ ფაზაშია. მხატვარ ბორია პაპასკუას მიერ თევზჭერის ტურნირისთვის მთვარი პრიზი მზადდება, რომელიც ნიჟარებისგან შექმნილ ლოქოს ორიგინალურ ფიგურას წარმოადგენს, ვერცხლის ფარფლებითა და ოქროს ულვაშებით. თევზჭერის ტურნირში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ტელევიზიის ფეისბუქ გვერდზე ან ტელეფონის ნომრით (599515030)   შეეძლებათ. ორგანიზატორები ფოთელებს საინტერესო საღამოს ჰპირდებიან.

იხილე მეტი
Facebook