სიახლე 

სამეგრელოს გუბერნატორი ფოთში 21 09 18

ფოთში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ჩამოვიდა. ის ქალქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. დაათვალიერა დანგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გაეცნო ეკოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, მწვავე საკითხების მოგვარება ეტაპობრივად მოხდება. გუბერნატორთან ერთად ობიექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა დაათვალიერეს. დარბაზის წევრის ოთარ ხუხუნის, განცხადებით ქალაქში არსებული უამრავი პრობლემა დროულ ჩარევას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი სავალალო იქნება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავს.

იხილე მეტი
სიახლე 

“კოლხეთი 1913”- “ლოკომოტივი” 1:0 21 09 18

დღეს ფოთში, პარკი არენაზე საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონასატის უმაღლესი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გიმართა. ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი-1913“ და თბილისის“ ლოკომოტივი“ დაუპირისპირდა. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა, თუმცა მეტოქეებმა თამაშის მიწურულამდე ვერ შეძლეს გოლის გატანა, ბოლო წუთებში ფოთელი ფეხბურთელები განსაკუთრებით გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო _ სახიფათო გარღვევაზე მყოფი ფოთელი თავდამასხმელი საჯარიმო მოედანზე წააქციეს, მსაჯმა კი ლოკომოტივის კარში თერთმეტ მეტრიანი დარტყმა დანიშნა, რომელიც კოლხეთის ხუთმა ნომერმა კირილო დოროშენკომ წარმატებით გამოიყენა და საბოლოოდ ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. ფოთის კოლხეთი მომდევნო თამაშს 27 სექტემბერს, თბილისის დინამოს სტადიონზე გამართავს, სადაც თბილისის „დინამოს“ შეხვდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ღვთისმშობლის შობის დღე აღნიშნეს 21 09 18

21 სექტემბერს მართმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა და იქადაგა. ღვთისმშობლობა თორმეტი დღესასწაულიდან ერთერთი მნიშვნელოვანი დღეა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზეტაძარი აღმართა. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული უძრავია და (21) სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ – ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ევროპელები ბაქრაძის ვიზიტისთვის ემზადებიან 20 09 18

ევროპული სქართველოს“ ფოთის საქალაქო ორგანიზაცია, წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აწარმოებს. შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი დუნდუას განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლებს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან და საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის პროგრამას აცნობენ. საპრეზიდენტო კანდიდატს ფოთში 26 სექტემბერს ელოდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი. 19 09 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი “ნაციონალები” არჩევნებისთვის ემზადებიან 19 09 18

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ფოთში პოლიტიკური პარტიები გააქტიურდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია მმართველ გუნდს, არჩევნების გაყალების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით საუბნო საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში კონფერენცია დასრულდა 19 09 18

„ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ დასრულდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე _ „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში – რუსულ ევრაზიიზმის იდეა“. კონფერენცია ოფიციაურად გუშინ გაიხსნა. მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წევრები, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებზე და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგებზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფაროსანას ცივი შესხურების მეთოდით ებრძვიან 19 09 18

ფოთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ქალაქის ორმოცდაათამდე წერტილში ფერომონები დაამონტაჟა. აპარატურის მიმდებარე ტერიტორიაზე მავნებლის წინააღმდეგ, სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენებით, ცივი შესხურების მეთოდით შეწამვლა დღეს ქალაქში პირველად განხორციელდა და ეტაპობრივად გაგრძელდება. ამ დრომდე ფოთში შეწამვლა თერმული ნისლის ტეგნოლოგიით მიმდინარეობდა. მოზამთრე პერიოდის დაწყებამდე მავნებელ მწერთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან მათი გადაადგილება საცხოვრებელ სახლებსა და შენობა ნაგებობეში არ მოხდეს, გამოსაზამთრებლად. სააგენტოს ინფორმაციით ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით და ცივი შესხურების მეთოდით დამუშავებულია სამეგრელოს, გურისს, აჭარისა და იმერეთის რეგიონები. შედეგად მავნებლის რაოდენობა დასავლეთ საქართველოში საგრძნობლად შემცირებულია.

იხილე მეტი
სიახლე 

აბაშაში სიმინდის მოსავლის აღება გრძელდება 18 09 18

აბაშის მუნიციპალიტეტში სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლისაღება მიმდინარეობს. გასული წლისგან განხსვავებით კულტურა აზიურმა ფაროსანამ ნაკლებად დააზიანა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, ამის მთავარი მიზეზი მავნებლის წინააღმდეგ  სწორად გატარებული ღონისძიებებია. სოფელ ტყვირის მოსახლეობა ამბობს, რომ ჩატარებული წამლობის შედეგად  ამ სეზონზე მოსავალი თითქმის სრულად აიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

კონფერენცია “ახალი საქართველოს უნივერსიტეტში”18 09 18

ფოთში ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტის“ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის თემაა ,, „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში – რუსულ ევრაზიიზმის იდეა“ .მას სასულიერო პირები,პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტები, და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენცია ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.

იხილე მეტი
Facebook