სიახლე 

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ 9 10 18

ფოთის „ახალი საქართველოს უნივერსიტეტში“ დიოკლიის მიტროპოლიტის კალისტე უეარას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა. შეხვედრას სასულიერო პირები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგაროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტეთან განაცხადა, მიტროპოლიტი კალისტო, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მართმადიდებელი თეოლოგია და მისი ჩამობრძანება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალაქის ცხოვრებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მიტროპოლიტი კალისტო, 1934 წელს ინგლისის ქალაქ ბათში დაიბადა. თეოლოგიურთან ერთად ფილოსოფიური და კლასიკური განათლება ოქსფორდში მიიღო. ანგლიკანთა ოჯახში დაბადებული და აღზრდილი მართლმადიდებლობას პირველად1952 წელს გაეცნო, ხოლო 1958 წელს, 24 წლის ასაკში მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა. 1965 წელს ხელდასხმულია დიაკვნად. 1966 წელს საბერძნეთში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში აღიკვეცა ბერად და მიიღო სამღვდელო ხარისხი,რის შემდეგაც ეწოდა სახელი კალისტოსი. იმავე წელს ოქსფორდში დაბრუნების შემდეგ,წინამძღვრობდა ბერნულ მართლმადიდებლურ სამრევლოს ,პარალელურად კი გახდა ოქსფორდის მართლმადიდებლური თეოლოგიის პროფესორი,აღნიშნულ პოსტზე ის 35 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

მსგავსი სტატიები

Facebook