სიახლე 

ფოთში დაიწყო პეტრე ზამბახიძეს თასის გათამაშება ფეხბურთში 18 10 18

დღეს, ფოთში სპორტის დამსახურებული მუშაკის, საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ კაპიტნის პეტრე ზამბახიძის თასის მოსაპოვებლად, „პარკი არენაზე“ ფეხბურთის, რეგიონალური ტურნირის პირველი ტური საზეიმოდ გაიხსნა. ტურნირი 2005 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის ჩატარდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა, ერთმანეთს ფოთის „კოლხეთი II“ და სენაკის „ეგრისი“ შეხვდა, თამაში 5:0 სენაკის სასარგებლოდ დასრულდა. სასპორტო სკოლა „ბათუმი“ ლანჩხუთის „გურიასთან“ ანგარიშით 5:0 დამარცხდა, ხოლო მარტვილის „დინამომ“ თამაში ხობის „კოლხეთთან“ ანგარიშით 2:1 დაასრულა. რეგიონალური ტურნირი, პეტრე ზამბახიძის ოჯახის ინიციატივითა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. „კოლხეთის“ კაპიტნის, პეტრე ზამბახიძის თასის მოსაპოვებლად, გათამაშება ხუთი დღის მანძილზე, 23 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, სადაც ფოთის, ლანჩხუთის, ბათუმის, ხობის, ზუგდიდის, სენაკისა და მარტვილის გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან. პეტრე ზამბახიძე ფეხბურთში მოღვაწეობის გარდა, სპორტის არა ერთ სახეობას მისდევდა, იყო კალათბურთელი, ფრენბურთელი და მოჭიდავე. სპორტის ყველა ამ სახეობაში ის ერთნაირი წარმატებით ასპარეზობდა. პეტრე ზამბახიძეს სახელს უკავშირდება, ჩვენს ქალაქში ქართული ხალხური სპორტის, ცხენოსნობის აღორძინება.

მსგავსი სტატიები

Facebook