სიახლე 

სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სენაკის გუნდი გახდა 30 10 18

სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სენაკის გუნდი გახდა პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები – აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრით ქალაქ სენაკის მესამე საჯარო სკოლის გუნდი სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული გახდა. საპრიზო მეორე და მესამე ადგილები  ქუთაისის მეორმოცე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლებმაგადაინაწილეს. დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა. სპორტულ-შემეცნებითი თამაშები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა  და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ატარებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მოქალაქეთა ჯგუფმა სკვერი მოაწყო 30 10 18

ფოთში, ჰიდროგრაფიული სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე დასვენების სკვერი მოეწყო, რომელიც საკუთარი ინიციატივით და სახსრებით, ფოთის მკვიდრმა ვაჟა სიჭინავამ „ზღვის საძმოს“ ჯგუფთან ერთად გააშენა. როგორც ის ამბობს აქ ადგილობრივები პატარებთან ერთად იკრიბებიან, რადგან ზღვის პირას მყუდრო და სასიამოვნო გარემოში დასვენება ძალიან ხიბლავთ.

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთის მე-4 სკოლაში 30 10 18

შავი ზღვის სართაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მეოთხე საჯარო სკოლამ დასუფთავების აქცია მოაწყო. სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა კუნძულის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარინა მიმინოშვილმა განაცხადა, აღნიშნული სახის აქტივობა პარალელურ რეჟიმში, უკრაინაშიც მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “ჭკვიან კამერებს” ამონტაჟებენ 30 10 18

2018 წლის ივლისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, ნომრის ამომცნობი ჭკვიანი კამერების მონტაჟი დაიწყო. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ამჟამად, ფოთის ქუჩებში 50-მდე ვიდეო კამერის დაყენება მიმდინარეობს. ასევე, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟდება საგზაო გამაფრთხილებელი აბრებიც, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება. ჭკვიანი ვიდეოკამერები, თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს. ავტო-საგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად, უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. რაც შეეხება საჯარიმო თანხის გადახდის წესს, სამართალდამრღვევს,…

იხილე მეტი
სიახლე 

„არტ გალერეა 34-ში“ სოფიო ღლონტის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. 27 10 18

„არტ გალერეა 34-ში“ პოეტი, სოფიო ღლონტის ლექსების კრებულის „გოლგოთის ღამე“ პრეზენტაცია გაიმართა. პოეტმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება გააცნო და ახალი კრებულიდან ლექსები წაიკითხა. სოფიო ღლონტმა ასევე წარმოადგინა პერფომანსი “ადამი და ევა”. საღამოზე, მოწვეული სტუმრები და პოეტის მეგობრები იმყოფებოდნენ. მათ პოეტისა და მსახიობის შემოქმედებაზე ისაუბრეს. პოეზიის საღამო არტ გალერეა 34-ის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
Facebook