სიახლე 

სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სენაკის გუნდი გახდა 30 10 18

სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სენაკის გუნდი გახდა

პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები – აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრით ქალაქ სენაკის მესამე საჯარო სკოლის გუნდი სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული გახდა.

საპრიზო მეორე და მესამე ადგილები  ქუთაისის მეორმოცე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლებმაგადაინაწილეს.

დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა.

სპორტულ-შემეცნებითი თამაშები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა  და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ატარებს.

მსგავსი სტატიები

Facebook