სიახლე 

ფოთში “ჭკვიან კამერებს” ამონტაჟებენ 30 10 18

2018 წლის ივლისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, ნომრის ამომცნობი ჭკვიანი კამერების მონტაჟი დაიწყო. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, ამჟამად, ფოთის ქუჩებში 50-მდე ვიდეო კამერის დაყენება მიმდინარეობს. ასევე, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟდება საგზაო გამაფრთხილებელი აბრებიც, რათა ფოტო-ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება. ჭკვიანი ვიდეოკამერები, თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს. ავტო-საგზაო შემთხვევების შემცირების გარდა, კამერები დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გახსნასა და ზოგადად, უსაფრთხო გარემოს გაძლიერებას შეუწყობს ხელს, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. რაც შეეხება საჯარიმო თანხის გადახდის წესს, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება.

მსგავსი სტატიები

Facebook