სიახლე 

ფოთის  მერის პირველი მოადგილის  თანამდებობა კოტე თოფურიამ დაიკავა 31 10 18

ფოთის  მერის პირველი მოადგილის  თანამდებობა, კოტე თოფურიამ დაიკავა. ჟურნალისტებს ახალი  მოადგილე  ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ და   საკრებულოს თავმჯდომარემ  ირაკლი  კაკულიამ  წარუდგინეს.

კოტე თოფურია   1994-2000 წწ  ახალგაზდრულ საქმეთა დეპარტამენტის ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსი იყო. 2004-2005 წწ ქ. ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი და    მთავრობის წევრი გახლდათ. ბოლო პერიოდში კი კერძო სექტორში მუშაობდა.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს ფოთის მერის მოადგილემ, ირაკლი თოფუ რიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

მსგავსი სტატიები

Facebook