სიახლე 

ევროპის დღე 2018, ბათუმი 29 10 18

ევროკავშირის ელჩი ქართველ მუსკოსთან ერთად სცენაზე-კარლ ჰარცელი და ნათია თოდუა ბათუმის აუდიტორიის წინაშე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი კარვები აჭარაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და მოქალაქეების მოსაზრება -როგორ ვისარგებლოთ თავისუფალი სავაჭრო სივრცით ევროპასთან

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა პოლიტიკოსებმა არჩევნები შეფასეს 29 10 18

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, ფოთში ოპოზიციურმა ძალებმა შეაფასეს, მათი განცხადებით, 28 ოქტომბერს სამართლიანი არჩევნები ჩატარდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი დუნდუას თქმით, ხელისუფლების მცდელობისა, არჩევნები გაეყალბებიათ და თავიანთი კანდიდატისთვის გამარჯვება დაეწერათ, არ გამოუვიდათ. ისინი ღიად აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს დაუჭერენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით ხომერიკმა, აღნიშნა რომ მათი მხარდამჭერების მხრიდან, არ უნდა იყოს არავითარი ეიფორია და ზეიმი, რადგან წინ მეორე ტურია. ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხორავამ, მადლობა გადაუხადა საკუთარ ამომრჩევლებს. პრეზიდენტის არჩევნებში, 50 %-იანი ბარიერი ვერც-ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა –…

იხილე მეტი
სიახლე 

ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში 29 10 18

დღეს ნიკო ნიკოლაძის სახელობის ბავშვთა ბიბლიოთეკაში, ფოთის N 1 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა, პროექტი სახელწოდებით „ნიკო ნიკოლაძის ფოთი “ წარადგინეს. ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნეს, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრება და მოღვაწეობა. წარადგინეს ქართული ხალხური საცეკვაო ნომერი და სიმღერები. კლასის ხელმძღვანელის ლელა ფესვიანიძის, თქმით, ის ყოველ წელს, თავისი მოსწავლეების მონაწილეობით, ნიკო ნიკოლაძესადმი მიძრვნილ დღეებს მართავს. წელს პროექტი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის დაბადებიდან 175 წლის იუბილეს მიუძღვნა. ღონისძიებას წინ უძროდა, ფოთში მინი ექსკურსია და სამტრედიაში სოფელ დიდ ჯიხაიში ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმის მონახულება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913” 1:1 ბოლნისის “სიონი” 27 10 18

პარკი არენაზე, საქართველოს უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის საფეხბურთო მატჩი გაიმართა, სადაც ფოთის „კოლხეთი“ ბოლნისის „სიონს“ შეხვდა. ფოთელი ფეხბურთელები უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ. თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. ფოთის „კოლხეთი“ 13 ქულით გათამაშების ცხრილში, ბოლო მეათე ადგილზე იმყოფება. 4 ნოემბერს, პარკი არენაზე, ფოთის „კოლხეთი-1913“ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

არჩევნების შედეგები ფოთში , ცესკოს მონაცემები 29 10 18

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ფოთში გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. ფოთის 32 საარჩევნო უბნიდან 21-თ უბანში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, ხოლო დარჩენილ 11 უბანში სალომე ზურაბშვილი. ვაშაძემ მმართველი გუნდის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 972 ხმით გაუსწრო. საერთო ჯამში ვაშაძემ 6 775 , ხოლო ზურაბიშვილმა 5 803 ხმა მოიპოვა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებში, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: N5 გრიგოლ ვაშაძე 39,82%; N48 სალომე ზურაბიშვილი 34,11%; N2 დავით ბაქრაძე 12,73%; N10 შალვა ნათელაშვილი 5,11%; N21 კახა კუკავა 2,26%; ფოთში, საპრეზიდენტო არჩევნებში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი რაგბისტები ოზურგეთის გუნდთან დამარცხდნენ 27 10 18

პარკი არენაზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ფოთის „კოლხმა რაინდებმა“ ოზურგეთის „არწივებს“ უმასპინძლეს. შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მატჩი არწივების გამარჯვებით ანგარიშით, 26:19 დასრულდა. როგორც „კოლხი რაინდების“ მთავარი მწვრთნელი, ბაჩო ჩაჩავა აცხადებს, გუნდის წაგება, შესაბამისმა ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. მისი თქმით, წამყვანმა მორაგბეებმა გუნდი შეუსაბამო პირობების გამო დატოვეს. ხოლო სკოლას მათი დაბრუნების ან სხვა მორაგბეებით ჩანაცვლების რესურსი არ გააჩნია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში არჩევნებში ამომრჩევლების 42.98% მიიღო მონაწილეობა 28 10 18

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში 17 773 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 42,98% . საოლქოში სულ 31 საჩივარი შევიდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საარჩევნო უბნები 20:00 სთ-ზე დაიხურა 28 10 18

საპრეზიდენტო არჩევნების  32-ვე უბანი 8 სათზე დაიხურა. 28-ე  უბანზე  რეგისტრირებული 1 482 ამომრჩევლიდან, კენჭისყრაში 677 -მა მიიღო მონაწილეობა.

იხილე მეტი
სიახლე 

მაია ჩხარტიშვილი ფოთში მიმდინარე არჩევნებს აფასებს 28 10 18

ფოთში მიიმდინარე საარჩევნო გარემო შეაფასა“ შენების“ პარტიის წევრმა, მაია ჩხარტიშვილმა . მისი განცხადებით, დღევანდელი დღე არის „ქართული ოცნების”  წევრებისთვის უკანასკნელი ბრძოლა, რათა 2020 წელს ისევ ხელისუფლებაში დარჩნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 27-ე უბანზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს 28 10 18

ფოთის 27-ე საარჩევნო უბანზე 1157 ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული. საუბნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო უბანში 15:00 საათის მონაცემებით 368 ამომრჩეველმაა დააფიქსირა თავისი ხმა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

იხილე მეტი
Facebook