სიახლე 

ფოთის თეატრის რემონტის პროექტზე მუშაობა გრძელდება 6 11 18

დღეს ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის შენობაში მუშა შეხვედრა შედგა. მას თეატრის, მერიისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი, იმ დეტალების საბოლოო შეჯერება იყო, რომელიც თეატრის რემონტის პროექტისთვისაა აუცილებელი. შეხვედრაზე თეატრალების მოთხოვანა იყო, უმოკლეს ვადებში ქალაქს აღდგენილი თეატრი დაუბრუნდეს, მსახიობებს კი ნორმალური სამუშაო პირობები შეუქმნან. მერის მოადგილეებმა მამუკა პაპასკირმა და კოტე თოფურიამ საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მოუწოდეს რომ პირველი დეკემბრისთვის, მერიას თეატრის რემონტის პროექტი სრულად და დროულად წარუდგინონ, ასევე მოთხოვეს ჩატარდეს კონსტრუქციების კვლევა , იმის გასარკვევად, თუ რამდენად მდგრადია შენობა. რემონტის პროექტის თვითღირებულებას ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს, ხოლო უშუალოდ შენობის რეაბილიტაციისთვის გაწეული ხარჯები კულტურის სამინისტროს მიერ იქნება დაფინანსებული.

მსგავსი სტატიები

Facebook