სიახლე 

თვითმართველობების როლი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის და მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში 8 11 18

რა როლი აქვს ადგილობრივ თვითმართველობებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის და მოსახლეობის ინფორმირებულობის პროცესში? -სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სააგენტოს უფროსი ამბობს, რომ საკოორდინაციო შტაბიდან ადგილობრივი ხელისუფლება 24 საათით ადრე იღებდა წამლობის შესახებ ინფორმაციას და მოსახლეობამდე მისი მიტანა უკვე მათი ვალდებულება იყო. ნინო შეწირული განმრტავს, რომ ამ პროცესში ხარვეზები იყო, რაც 2018 წელს ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია. მართალია ეს ხარვეზები ეტაპობრივად სწორდებოდა, თუმცა საბოლოოდ გაფრთხილების მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილება მაინც გამოიწვია. სპეციალისტი ფიქრობს, რომ გამოცდილების გათვალისწინებით მომავალ წელს უკეთესი შედეგი იქნება.

მსგავსი სტატიები

Facebook