სიახლე 

ფოთის სამი ყველაზე აქტიური ეკო-კლუბი დამეგობრდა 8 11 18

8 ნოემბერს, ეროვნული პარკის საკონფერენციო დარბაზში ქ.ფოთის სამი ყველაზე აქტიური ეკო-კლუბი დამეგობრდა. შეხვედრაში N4 საჯარო, N11 საჯარო სკოლისა და წმინდა ნიკოლოზის გიმნაზის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. თითოეულმა ეკო კლუბმა მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ მცირე პრეზენტაცია გააკეთა. ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამომავლოდ დაგეგმილი ეკო აქტივობები გააცნეს და განიხილეს ეკო კლუბების ჩართულობა ამ აქტივობებში. საკონფერენციო დარბაზში მცირე პრეზენტაციების და იდეების გაცვლის შემდეგ მონაწილეები პალიასტომის ტბაზე ნავით გაასეირნეს. სადაც, ფრინველებზე დაკვირვება მოახდინეს. ეროვნული პარკის თანამშრომლებმა კი მოსწავლეებს ფრინველების აღრიცხვის მეთოდები გააცნეს. როგორც ხათუნა ქაცარავამ განმარტა, ეკო კლუბები სამომავლოდაც ითანამშრომლებენ  ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან, ერთობლივად დაგეგმავენ ეკო ღონისძიებებს, რომელის ფარგლებშიც ჩატარდება, გამწვანებისა და დასუფთავების აქციები, ეკო ტურები სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე, საველე გასვლები და ეკო გაკვეთილები.

მსგავსი სტატიები

Facebook