სიახლე 

ღია კარის დღე ფოთის საზოგადოებრივ კოლეჯ “ფაზისში” 8 11 18

საზოგადოებრივ კოლეჯ “ფაზისში” ღია კარის დღე გაიმართა, რომელიც 2018 წლის პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ თუ როგორ მიმდინარეობს მეთევზეობის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამა. მათ ულტრა თანამედროვე აპარატურით აჭურვილი თევზის გადამამუშავებელი სახელოსნო და ლაბორატორია დაათვალიერეს. როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა ლონა სტოლმა „მე-9 ტალღასთან“ განაცხადა, კოლეჯი „ფაზისი“ შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება საქართველოში განათლების სისტემის ტრანსფორმაცია, ახალ სტანდარტებზე გადასვლა და ინოვაციების დანერგვა.

მსგავსი სტატიები

Facebook