სიახლე 

მურთაზ ზოდელავას ბრიფინგი ფოთში 9 11 18

ფოთში, ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელმა მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით ფოთში გამოვლინდა ზუსტად იგივე დარღვევა, რაც გუშინ კრწანისის ოლქში დაფიქსირდა.კერძოდ, ზოდელავას მტკიცებით „ქართული ოცნების“ კოორდინატორის მხრიდან ადგილი ქონდა დალუქული საარჩევნო სიების გახსნის ფაქტს. ის საგამოძიებო უწყებებს აღნიშნულით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მომხდათან დაკავშირრბით ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კომენტარს არ აკეთებენ. „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ორგანიზაციაში კი ზოდელავას ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს. ,,აღნიშნულ ფურცელზე ინფორმაციაა ჩვენი წევრებისა და აქტივისტების შესახებ. ეს არაა საარჩევნო დოკუმენტი, არამედ სამუშაო სიაა.”- განაცხადა „ქართული ოცნების” შტაბის წევრმა, ნიკა კორშიამ.

იხილე მეტი
სიახლე 

რატომ არის რთული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა 9 11 18

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სხვა მავნებლებისგან განსხვავებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა რთულია, რასაც მწერისთვის დამახასიათებელია რამდენიმე თვისება განაპირობებს.სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი ჩვენთან საუბრისას აზიური ფაროსანასთვის დამახასიათებელ აღნიშნულ თვისებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უწყების მიზანი მიმდინარე და სამომავლო პერსპექტივაში მავნებლისგან მომდინარე ზიანის შემცირებაა. მესხი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ღონისძიებების პარალელურად, სასურველი შედეგის მისაღებად, მოსახლეობის აქტიური ჩართულობაა საჭირო. მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულ ღონისძიებებს სპაციალისტები აფასებენ 9 11 18

მოსავლის დაკრეფის და რეალიზების შემდეგ მეციტრუსე ფერმერები ახალი სეზონისთვის იწყებენ მზადებას. მანამდე კი სპეცილისტები 2018 წელს  აზიური ფაროსანს წინააღმდეგ ჩატარებულ ღონისძიებებს აფასებენ. აგრო სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, მავნებლის პოპულაციის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მიერ ჩატარებული წამლობები და „მოიზიდე და მოკალი“ სისტემების საშუალებით ბაღლინჯოს რაოდენობის მონიტორინგი. ლევან ბოლქვაძის განმარტებით, ამ ღონისძიებების შედეგად აჭარის რეგიონში აზიური ფაროსანას რაოდენობა და მისი ზიანი ციტრუზე შემცირებულია. მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი 9 11 18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით,ფოთისა და ყულევის სანაპიროზე უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 10 ნოემბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +18-20 გრადუსს მიაღწევს,ხოლო ღამით +8-10 გრადუსია მოსალოდნელი. 11 ნოემბერს დღისით+ 18-20 გრადუსი, ღამის საათებში კი + 9- 11გრადუსი დაფიქსირდება.

იხილე მეტი
Facebook