სიახლე 

ფოთის პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა 12 11 18

ფოთის პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმები მონაწილეობდნენ. პაცენტებს კონსულტაციების შემდეგ , საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. მიმდინარე პროცეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ. სამედიცინო აქცია, მუნიციპალიტეტის მერიისა და კორპორაცია “ევექსის” ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები

Facebook